ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნადირი
ჟანრი: პოეზია
21 თებერვალი, 2009


კაენი ძმა აბელისა

        დასასრული

ერთი წლის შემდეგ დარდისაგნ ფერმიხდილ ევას,
ღმერთის შეწევნით, კიდევ ერთი ეყოლა ვაჟი,
შეთი შეარქვეს, რაც ნიშნავდა ბოროტის ძლევას,
სულ აბელს გავდა და ცხვრის ფარა ებარა მთაში...
ადამის ვაჟში ღმერთმა ჩადო ისევ ის ძლა,
რაც ცხელ ჯოჯოხეთს დამარცხებით ემუქრებოდა,
ქვესკნელს კოცონი ყველა მხრიდან შემოეჯარა
და ურჩ მეომრებს წამებისგან თავბრუ ესხმოდათ.
უდაბნოს ხვატი უმატებდა ცდომილს ტკივილებს,
და ცხელ საშოში, ვით შემოჭრილს სხვა სამყაროდან,
გრძნობდა ნაყოფის უსუსურ და ჯიუტ სიშიშვლეს,
რომელსაც თითქოს ქვეყნად მოსვლა მოუხაროდა.
ან რა იცოდა უსუსურმა წინ რა ელოდა?!
რომ თვით კაცთაგან დაწყევლილებს და განდევნილებს,
რამდენი თანჯვა და ცრემლისღვრა მოუხდებოდათ,
რომ გაქცეოდნენ წუთისოფლის დიდ ქართეხილებს.
თვითონ ქვესკნელიც, გარინდული და ნაღვლიანი,
რომელსაც ქვეყნად არაფერი არ უხაროდა,
ისე ელოდა შობას ცოდვილ ადამიანის,
გეგონებოდათ ჯოჯოხეთი მშობიარობდა!..
როგორც გრიგალი, ან ვულკანის ცად ამოფრქვევა,
ისე გამოსყლდა ძე კაენის ქალის თეძოდან,
და ვაჟს ცრემლები დაუძახეს ცოლქმარმა ერთხმად
და ამ ადგილსაც ცრემლიანი ბორცვი ეწოდა.
აქ დადგეს კერპიც, თაყვანს სცემდნენ, რასაც ყველანი
და როს გამრავლდა მათი მოდგმა სავსე ცოდვებით,
ამ ადგილებში წარმოიშვა ორი ქალაქი,
ერთი სოდომი, მეორე კი ძველი გომორი...
კაენის მოდგმამ მთელს ხმელეთზე გაიდგა ფესვი
და ბოროტებით შეთის მოდგმაც აცდუნა ლამის
და სამყაროში მხოლოდ ნოე აღმოჩნდა ერთი,
ვისაც არ ჰქონდა დადებული ცოდვასთან ზავი.
ჩემს მკერდზე ნოე აშენებდა სახლს თუ კიდობანს,
წუთისოფელი დასცინოდა ხუროს დარდიანს,
და როცა ღმერთმა აღუსრულა მოხუცს პირობა,
ქმნა სასწაული და პატარა მტრედად მაქცია...
მაშინ დაიმსხვრა ყველა კერპი,ყველა ცოდვილი,
იქნა შთანთქმული არ ნახული წყალდიდობისგან,
მხოლოდ ის კერპი, კაენისგან ჩამოწრთობილი,
დარჩა ურყევი, გაუბზარი სტიქიონისგან.
და ამ კერპისგან მკვდრეთით აღსდგა კაენის ძალა,
ის კვლავ მოედო მთელს სამყაროს, ბევრი აცდუნა,
ყველგან კერპები აღმარეთეს და მას სცემდნენ თაყვანს,
სიწმინდე მხოლოდ შეთის მოდგმამ შეინარჩუნა.
რადგან ეს ხალხი ღმერთისაგან გამორჩეული
უმწიკვლო შეთის და აბელის სულს ატარებდა,
ბევრჯერ მიადგა დასამხობად მტერი ვერაგი,
რომ წმინდა კარი შეემტვრია ბოროტს გარედან
და რომ ვერ შეძლო შიგნით სცადა ჯანყის მოწყობა,
როს სინას მთაზე მოსე უფლის სიტყვას ისმენდა,
კაენის მიერ ხორცშესხმული კერპი აღმართეს
და მოისურვეს გეციმელთა გადაბირება.
აცდუნეს კიდეც მორწმუნეთა ერთი ნაწილი,
ფარისევლობამ, მწიგნობრობამ დარიათ ხელი
და ჯოჯოხეთი გამარჯვების ელდით აღვსილი,
ოცნებით უკვე მიიწევდა ზევით და ზევით...
მაშინ კი ღმერთმა რა იხილა მათი სიკერპე,
ერთადერთი ძე, გულკეთილი ნაზარეველი,
მისცა ცდომილებს და გაეღო კარი სიკეთეს
და სიყვარული შემოიჭრა დაუძლეველი...
გოგოხეთი კი ამოსული ცხელი ორთქლიდან,
მაინც იბრძოდა, ჰეროდ მეფეს თვითონ სატანამ,
იუდეაში ყველა ჩვილი დაახოცინა
და იორდანე უცოდველთა სისხლმა დაფარა.
თვით გოლგოთამდე სდევდა წმინდანს ბნელი სატანა,
ფარისევლებით,მწიგნობრობით გარშემორტყმული,
წარჩინებულთა ოჯახებში კრებებს მართავდა,
ხან მთავარსარდლის, ხან მღვდელმთავრის სახით მოსილი..,
ჯვარცმა კი იყო ქვესკნელისთვის დიდი ზეიმი,
მათ იფიქრეს რომ დაამარცხეს ქვეყნად სიკეთე,
მაგრამ სა მი დღე გრძელდებოდა ეს მისტერია,
ქრისტე აღდგომით წინ აღუდგა მათ ბნელ იმედებს.
მაშინ დაიმსხვრა შემზარავად კაენის კერპი
და უფლის სიტყვა გამობრჭყინდა , როგორც ცისკარი,
მაგრამ კერპისგან დარჩენილი სულ მცირე ვერცხლი
იუდას ერგო შემზარავი ღალატისათვის... 








  დასრულდა ჩემი ეს პოემა, მადლობა ყველას ვინც წაიკითხა, ცოტახანში დავიწყებ ჩემს მეორე პოემას, რომელსაც : ვარსკვლავი და მოგვები: ჰქვია, მესამე პოემით კი დავასრულებ ტრილოგიას... გაიხარეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები