ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამურაი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2020


სუფთა ფურცელი

ვიწროვდებოდა ჩემი სახლი
დღენიადაგ, -
სარკმელთეთრი,
ფარდებთეთრი,
კედლებთეთრი.
თავს ზევით  ჭერი,
მილიმეტრით
დაშორებული და
ისიც თეთრი,
კუთხეებამდე ნაბიჯიღა...
სუფთა ფურცლებით სავსე სივრცე, -
დაუწერელიც, შეხებულნიც -
გაფითრებულნი უმზეობით.
მხოლოდ ორპირი  აცოცხლებდა,
მხოლოდ ორპირში  იყვნენ მკვეთრნი,
ნაზად მოფარფატე,
როგორც ფერფლი...
ერთ მშვენიერ დღეს შევიბრალე,
ღამის სიმწვანეს მივაბარე,
უმისამართოდაც ღებულობდა
მწვანე ველი, -
კიდეს უფერავდა თვითმფრინავებს...
ზეცა რომ ითხოვეს
მაშინ წახდნენ,
სილურჯე ხომ
როგორც ნიუტონის ვაშლებს,
ისე იმეტებდა დასაკარგად,
სანამ სხვა სამოსი არ მოვარგე,
სანამ თაროზე არ დავალაგე,
როგორც სანოვაგე...
თუმცა კაპიკია მათი ფასი,
ისე საცოდავად ქმნიან
ერთ დიდ „სუფთა ფურცელს“.
ბოდიშს მოითხოვენ ჩემგან ამის გამო,
მეც ვებოდიშები:
- ისე დაგაძველეთ,
რომ ვერცერთხელ
ქარს ვერ გაგაყოლეთ,
ვერ გამოგზაურეთ,
ვერ გაგიშვით ხელი,
ვერ გავბედე.
ჩემი თავი  უფრო შევიცოდე,
მაპატიეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები