ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2020


შედეგი

მხოლოდ დღეს, მხოლოდ დღეს, მხოლოდ დღეს,
ხვალ ვეღარ, ხვალ ვეღარ, ხვალ ვეღარ,
გვახსოვდეს, გვახსოვდეს ბოლომდე,
"მგზავრობა" იქნებ დღეს მთავრდება.
არ არის "სადგური" შემდეგი,
"სადგური" აქ უკვე  ბოლოა,
შედეგი, შედეგი, შედეგი,
აქ ყოველი წამი ოქროა.
აქ ყოველი წამი ჩიტია,
თვალშეუვლები და ფრთამალი
გაფრინდა, ჰა, უკვე ბინდია,
"სადგური" შემდეგი არ არის.
შედეგი იმსოფლად,  აქაც და
შედეგი, შედეგი მყოფობის,
ეს ოქრო ჩვენგან ვერ დაფასდა,
შედეგი ტვირთია როგორი.
გვჯეროდეს, გვჯეროდეს, გვჯეროდეს,
სულ ბოლო წამს გვითვლის საათი,
არ არის მყოფობა მეორე,
აქ მეტი "სადგური" არ არის.

16.11.2020






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები