 | ავტორი: სამურაი ჟანრი: პოეზია 13 იანვარი, 2021 |
ამბობ ვართულებ, ნეტა შემეძლოს გართულება, გავართულებდი. ჩემს ცხოვრებას გავეცლებოდი, რადგან ყველაზე მეტად სიყალბე მძულს. გავეცლებოდი ყველას, ყველაფერს, თუ ხიდის ქვეშ ამომხდებოდა სული, ამოვიხდენდი...
გუშინ მეზობლად თვრამეტი წლის ბიჭმა მოიკლა თავი, მე კი ვამტკიცებ რომ გადმოვარდა და არგუმენტად ქვედა მეზობლის სარეცხის ჯოხი მომყავს: - ხედავ, როგორი ჩაღუნულია? არ გადმომხტარა! გადმოხტომისას სხვანაირი იხაზება ტრაექტორია! ვამბობ და მცრის, რადგან პარალელურად, ვხედავ როგორ აცლიან სისხლს ტერიტორიას, - ასფალტს რეცხავენ...
მშურს, ალბათ, მისი. შესაშური რა აქვსო, იტყვი. მან შეძლო ის, რაც ერთ დროს მე ვერ შევძელი... თორემ, სიტყვების გამოხშირვას აბა რა უნდა? მეხსიერება უწყვეტ კონტაქტში და სულ ეს არის...
მშვიდობით „ტკბილო“, ხედავ, რა ადვილია? სიტყვას იოლად ვემშვიდობები. არ იქნებოდა ის პირველი, რომლის შემდეგ წამოვიდა ევა, ადამი... შეველევი. მაგრამ, „გამარჯობას“ და „ნახვამდის“ შორის დუმილს როგორ შევეგუები? როგორც დიეტურ საკვებს? თითქოს მძიმე ოპერაციის მერე თვალს ძლივს ვახელდე. კვება საწრუპით, - ყოველ დილას მხოლოდ „სალამი“, საღამოს კი ხან „ნახვამდის“, ხან „მშვიდობით“, უფრო ხშირად ალბათ „დროებით“...
„ბრალი“ არაშესატყვისი სიტყვაა აქ და ამიტომაც არ ვიტყვი რომ ჩემი ბრალია, მაგრამ ჩემს ანფასზე უკვე ნახევარი საუკუნის კალენდარია ასახული და რა დროს ეს არის?! არაფერზე არ გედავები, მაგრამ „სულერთია“_ს მორევს ვერ ჩავყევი, ყველაფერი გულზე უნდა მხვდებოდეს! მე ასეთი ვარ, შენ კი ანდამატობას ნუ მოიშლი შენი გულისას, რომ არ გიჭირდეს ნაპირიდან ჩემი ყურება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მაპატიეთ, ,,ტკივილის გამო“ უნდა მეწეროს წინაში..... მაპატიეთ, ,,ტკივილის გამო“ უნდა მეწეროს წინაში.....
3. ძალიან მძიმე წასაკითხია, ნაწერის გამო არა, შესანიშნავი ნაწერია, ტკიბილის გამო...
ძალიან მძიმე წასაკითხია, ნაწერის გამო არა, შესანიშნავი ნაწერია, ტკიბილის გამო...
2. ლაშა, უკეთესი „მასალა“ მოგვცეს ყოფამ და უფრო უკეთესი თუ არა , საინტერესო მაინც გამოვა. :) მადლობა.
ლაშა, უკეთესი „მასალა“ მოგვცეს ყოფამ და უფრო უკეთესი თუ არა , საინტერესო მაინც გამოვა. :) მადლობა.
1. თან მომეწონა , თან ისე რა ))
უკეთესი რაღაცეები მახსოვს შენი , სამურაი . 3 ქ თან მომეწონა , თან ისე რა ))
უკეთესი რაღაცეები მახსოვს შენი , სამურაი . 3 ქ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|