ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვისენტე დე არჩამოსული
ჟანრი: პოეზია
25 თებერვალი, 2021


ბლატნოი ლექსი

**
მოდი, ვეღარ იტანს გული სევდას,
ვფიცავ ამერია თარიღები,
ვდგავარ ჩემს ოთახში კულისებთან,
ვდგავარ, მხოლოდ მკვდარს თუ წამიღებენ..

არ ღირს ძველი წლების დავიწყება,
სულზე ნამსხვრევებად შემრჩენია
მზეზე გაფენილი ლავიწები,
თუმცა უმზეოდაც ეჩვევიან

სუნთქვას, მეოცნებე თოჯინები.
დგანან ბიუსტები შამანების.
შენთან ყოფნა მინდა დაჟინებით.
შენთან ყოფნა მინდა გამალებით.

მზე მის ორბიტაზე დაეტიოს,
მე შენს უშენობას გულში ვკეტავ,
მყავხარ, მიყვარხარ და პოეტი ვარ,
რა დროს რომეო და ჯულიეტა.
                        2012

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები