ამ მთების გაღმა, ჩემი სახლი და სოფელია ჩემი ბავშვობა, ჩემი ეზო, ჩემი სიზმრები. და ძველ ოდაში მოგიზგიზე ბაბუს კერიას ბეღურასავით გათოშილი შევეხიზნები.
აქვე კალოა, სერებია, საკალმახეა ჩრდილობებია და ბიჭებსაც მანდ გვემღერება, ამ ყირამალა ავან-ჩავან ლექსსაც დავხევდი რომ არ მებრძოდეს წუთისოფლის კადნიერება.
-აქ სიყვარულიც რა ლამაზი ვიცით კოლხებმა მაშინაც როცა კანს ნაოჭი მოგვეფერება.
-აქ ნასაყდრალზე მოხუცები ხშირად ყვებიან ლეგენდებს, მითებს, იხსენებენ ცრემლით ბავშვობას და როცა სმენით დაღალულნი აიყრებიან ამოდის მთვარე, სხვა სამყაროს წარმოსაშობად
-აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა!" და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა.
-აქ სხვანაირად გეფერება, ცა და დილის მზე დამძიმებული რომ დავდივარ სულის ურვებით, -აქ ეზოს ბოლოს ყანებისკენ სავალ ბილიკზე, ბალახს უცდიან ჩემი ძველი ნაფეხურები…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. წავიდეთ ჯიმა :D ზღვაზე ჯერ არ მითევზავია :დდდ
მადლობა ყველას <3 წავიდეთ ჯიმა :D ზღვაზე ჯერ არ მითევზავია :დდდ
მადლობა ყველას <3
4. 5 ქ .
ძაან , ძააან . 5 ქ .
ძაან , ძააან .
3. როგორ მკაფიოდ მხსომებია წლების წინ წაკითხული ეს ლექსი.
როგორ მკაფიოდ მხსომებია წლების წინ წაკითხული ეს ლექსი.
2. "-აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა!" და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა."
აქ, მგონი, კორექტურაა - ქისქვილთან; ივოვე.
"და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა." ეს არის შედევრი, რამ მოგაფიქრა?! ძალიან, ძალიან მაგარია! :) "-აქ ჭინკებია ძველ ქისქვილთან, ავსულებია და ოლოლების ძახილია :- ,, ივოვე? - ვერა!" და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა."
აქ, მგონი, კორექტურაა - ქისქვილთან; ივოვე.
"და ისიც მახსოვს გავასვენეთ როცა ბებია და დედამიწა ერთი გოჯით გამოიბერა." ეს არის შედევრი, რამ მოგაფიქრა?! ძალიან, ძალიან მაგარია! :)
1. ანკესი ალესე. ზაფხულზე ჩამოვალ და სათევზაოდ უნდა წაგიყვანოთ ფოთში პოეტი მეთევზეები... ვნახოთ აბა ვის რისი ტ***ი გაქვთ ანკესი ალესე. ზაფხულზე ჩამოვალ და სათევზაოდ უნდა წაგიყვანოთ ფოთში პოეტი მეთევზეები... ვნახოთ აბა ვის რისი ტ***ი გაქვთ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|