Იცეკვე ვიტა. შენი თერთმეტი წლის და გათხოვდა, იცეკვე ვიტა. სოფლის სახლების სახურავების მსგავსი მრავალფერა კაბით იცეკვე ვიტა. ძალა და ღონე მოიკრიბე, სამუშაო დღესავით დაიღალე, ფეხშველამ ქუსლები დაიტყავე, იცეკვე ვიტა. კაბა ქარივით აშრიალე, მუხლები თვალებს არ დაუმალო, ცერა თითებიც რომ დაიმტვრიო იცეკვე ვიტა. პირველი დღეა, ხვალ მეორე, მერე მესამე, შენი თერთმეტი წლის დის ქორწილი სამ დღეს გრძელდება, იცეკვე ვიტა. დღეს პირველი დღეა, დილით ქალები დას ქალობას მიულოცავენ, მამაკაცები შეაბამენ სახსოვრად ოქროს, შენ კი ბოლომდე დაიქანცე, იცეკვე ვიტა, იმ დიდ ქალებთან, ნომრად რომ აქვთ ცეცხლებში ცეკვა, ყველა რომასთან, ყველა წუთთან, წამთან იცეკვე, რადგან შენ უკვე ცხრა წლისა ხარ, მეთერთმეტე დედ-მამის შვილი, და არ მგონია ეგ ბავშვური კისკისი დიდ ხანს დაგიტოვონ, მაგრამ სანამ გაქვს, სანამ ისევ სიცოცხლეს აფრქვევ, შენი თერთმეტი წლის დის ქორწილში იცეკვე ვიტა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. როცა ბოშა ქალს ვხედავ, რატომღაც სულ ფეხმძიმედ არიან, ათი ადამიანიც რომ იდგეს, მაინც ჩემთან მოდიან და ხან რას მთავაზობენ იყიდეო და ხან რას. მეც ყოველთვის ვყიდულობ რაღაცას მათგან. ორსულის გახარება ყველას წმინდა ვალია. ისედაც გულგრილი ვერ ვარ მათ მიმართ, მიყვარან რაღაცნაირად. ათასი სირთულის მიუხედავად, არასდროს დაუკარგავთ სილაღე და სიცოცხლის სიყვარული. მათ თვალებში ყოველთვის დახტიან ჭინკები, რომელიც ჩემსაში დიდი ხანია დაიკარგა. ისინი მართლაც სიცოცხლეს აფრქვევენ. მაგრამ... 11 წლის ბავშვის გათხოვება თან ზრდასრულ მამრზე, დაკანონებული პედოფილიაა. საზარელი სიმახინჯე. ხმა რომ ამოიღოს ერთმა ბოშამ მაინც, ისეთი ამბავი ატყდება, ვეღარ გაბედავენ მსგავსს. მაგრამ რატომღაც სიჩუმე ურჩევნიათ. იქნებ ხმის ამოღება ამ ლექსით იწყება? გამიხარდება თუ ასეა.
როცა ბოშა ქალს ვხედავ, რატომღაც სულ ფეხმძიმედ არიან, ათი ადამიანიც რომ იდგეს, მაინც ჩემთან მოდიან და ხან რას მთავაზობენ იყიდეო და ხან რას. მეც ყოველთვის ვყიდულობ რაღაცას მათგან. ორსულის გახარება ყველას წმინდა ვალია. ისედაც გულგრილი ვერ ვარ მათ მიმართ, მიყვარან რაღაცნაირად. ათასი სირთულის მიუხედავად, არასდროს დაუკარგავთ სილაღე და სიცოცხლის სიყვარული. მათ თვალებში ყოველთვის დახტიან ჭინკები, რომელიც ჩემსაში დიდი ხანია დაიკარგა. ისინი მართლაც სიცოცხლეს აფრქვევენ. მაგრამ... 11 წლის ბავშვის გათხოვება თან ზრდასრულ მამრზე, დაკანონებული პედოფილიაა. საზარელი სიმახინჯე. ხმა რომ ამოიღოს ერთმა ბოშამ მაინც, ისეთი ამბავი ატყდება, ვეღარ გაბედავენ მსგავსს. მაგრამ რატომღაც სიჩუმე ურჩევნიათ. იქნებ ხმის ამოღება ამ ლექსით იწყება? გამიხარდება თუ ასეა.
15. კომენტებს ფორუმზე გადავიტან და იქ გავცემ პასუხს! (ვფიქრობ, იქ უფრო შესაფერისი და მოხერხებული ადგილია ამისთვის)... ;) კომენტებს ფორუმზე გადავიტან და იქ გავცემ პასუხს! (ვფიქრობ, იქ უფრო შესაფერისი და მოხერხებული ადგილია ამისთვის)... ;)
14. მზიანე სატირალი რომაა, იმიტომ ვტირი მეცო, ამბობს : მუხა. მეშველა ახსნა-განმარტებაო. მზიანე სატირალი რომაა, იმიტომ ვტირი მეცო, ამბობს : მუხა. მეშველა ახსნა-განმარტებაო.
13. ვახ რა ნაწერია... თემატიკა მახვილივით. შესრულება ძლაიან კარგი. ამას თუ არ განიცდი ვერ დაწერ, ასე მგონია. ესაა პოეზია, არა ჩემი, შენი ან ვინმეს პირადი განცხები, არამედ რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი. ვახ რა ნაწერია... თემატიკა მახვილივით. შესრულება ძლაიან კარგი. ამას თუ არ განიცდი ვერ დაწერ, ასე მგონია. ესაა პოეზია, არა ჩემი, შენი ან ვინმეს პირადი განცხები, არამედ რაღაც უფრო დიდი და მნიშვნელოვანი.
12. მე ტკივილი დავინახე. პროტესტიც. პოეზიაც. შემიყვარდი ,ბოშა ქალო. მე ტკივილი დავინახე. პროტესტიც. პოეზიაც. შემიყვარდი ,ბოშა ქალო.
11. მძიმეა, მაგრამ კარგია, ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის ევა. წარმატებები. მძიმეა, მაგრამ კარგია, ვნახოთ კიდევ რას გვეტყვის ევა. წარმატებები.
10. Ცეკვა ნაკლებად. Რაც შეეხება სიმღერას, დიახ, გავკადნიერდები. Მეხერხება. Ცეკვაც შემიძლია, თუმცა ჩემებთან შედარებით ძალიან სუსტი და ნელი ვარ ცეკვაში. Ცეკვა ნაკლებად. Რაც შეეხება სიმღერას, დიახ, გავკადნიერდები. Მეხერხება. Ცეკვაც შემიძლია, თუმცა ჩემებთან შედარებით ძალიან სუსტი და ნელი ვარ ცეკვაში.
9. ევა, ბოშური ცეკვა და სიმღერა გეხერხებათ? როგორ მიყვარს.
ევა, ბოშური ცეკვა და სიმღერა გეხერხებათ? როგორ მიყვარს.
8. ძალიან მარტივად ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა. ძალიან მარტივად ვიტყვი, რომ ძალიან მომეწონა.
7. მიხარია რომ მსჯელობა გამოვიწვიე. Ძალიან მსიამოვნებს თქვენგან მსგავსი დამოკიდებულება.
მიხარია რომ მსჯელობა გამოვიწვიე. Ძალიან მსიამოვნებს თქვენგან მსგავსი დამოკიდებულება.
6. მასე შორს ვერ წამიყვანა ამ ლექსმა :)) იქნებ შიფტი შეცვალოთ მასე შორს ვერ წამიყვანა ამ ლექსმა :)) იქნებ შიფტი შეცვალოთ
5. ჰოდა, მუხა, სატირალი რომაა, იმიტომაც ამბობს ავტორი: ,,მაგრამ სანამ გაქვს, სანამ ისევ სიცოცხლეს აფრქვევ,"მოასწარი და იცეკვეო. მხიარულკების არ უნდა იყოს ეგ ცეკვა ალბათ, მოსწრებისაა... ერთი ლამაზი წამის წაგლეჯისა. ჰოდა, მუხა, სატირალი რომაა, იმიტომაც ამბობს ავტორი: ,,მაგრამ სანამ გაქვს, სანამ ისევ სიცოცხლეს აფრქვევ,"მოასწარი და იცეკვეო. მხიარულკების არ უნდა იყოს ეგ ცეკვა ალბათ, მოსწრებისაა... ერთი ლამაზი წამის წაგლეჯისა.
4. შენი თერთმეტი წლის დის ქორწილი სამ დღეს გრძელდება, იცეკვე ვიტა. იცეკვოს კი არა ჩვენც ვიტასთან ერთად უნდა ვტიროდეთ.
შენი თერთმეტი წლის დის ქორწილი სამ დღეს გრძელდება, იცეკვე ვიტა. იცეკვოს კი არა ჩვენც ვიტასთან ერთად უნდა ვტიროდეთ.
3. ყველა ის პატარა ბოშა გოგონა დამიდგა თვალწინ, ასე მრავლად რომ არიან ჩემს ქალაქში.
მე ბოშათა ბარონს ვიცნობდი :)
ყველა ის პატარა ბოშა გოგონა დამიდგა თვალწინ, ასე მრავლად რომ არიან ჩემს ქალაქში.
მე ბოშათა ბარონს ვიცნობდი :)
2. Ერთი შეხედვით პოზიტიურ კომენტარზე ძალიან გავღიზიანდი.. Ერთი შეხედვით პოზიტიურ კომენტარზე ძალიან გავღიზიანდი..
1. ფინალი ხურავს.
ჩვეულებრივი წევრი არ უნდა ეწეროს ამ ავტორს, მგონი ვიღაც გვეხუმრება, რადგანაც მონიტორს იქით პოეტია ))). ფინალი ხურავს.
ჩვეულებრივი წევრი არ უნდა ეწეროს ამ ავტორს, მგონი ვიღაც გვეხუმრება, რადგანაც მონიტორს იქით პოეტია ))).
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|