ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუბა ელიაშვილი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2021


ერთი სასიხარულო ინფორმაციაც

გაჩუმდით!  ქალაქს
ანგალოზმა
გადაუფრინა.
იმ ყოჩაღ ბიჭს და
ამ გოგოს ლამაზს
შეყვარებიათ
ერთმანეთი.
არ იხმაუროთ!
პეპლის ფრთები აქვს
მათ ნორჩ სიყვარულს,-
აფრთხობს ქალაქის
აურზაური
მაგრამ
სინათლეც იმდენი აქვს-
გამოიყვანს
ბნელიდან ქალაქს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები