დღეს სამი მარტია დედა... პატარა რომ ვიყავი, ამ დღეს მისალოც ბარათს გიხატავდი ხოლმე, ჩემი სიყვარულის გამოსახატავად. ახლა არაფერი დამიხატავს, მხოლოდ დაგიწერე... ძალიან მიყვარხარ და ყოველ დღე ალბათ ამას ვერც გამოვხატავ, მაგრამ შენ ხომ იცი რომ ასეა. როგორ შეიძლება შვილს დედა არ უყვარდეს, ამას არც ფიცი და არც მტკიცება არ სჭირდება, მაგრამ მაინც გეტყვი... მახსოვს, ერთხელ, პატარა რომ ვიყავი, მეჩხუბე და ასე გაბრაზებულმა დავიძინე. ღამით შენმა კოცნამ და მოფერებამ გამაღვიძა. ცრემლები მომდიოდა, მაგრამ ვერ მიხვდი...მერე როცა შევატყვე, რომ თავს ვეღარ ვიკავებდი და უნდა მეტირა, ვითომ გამეღვიძა, წამოვდექი. დაიბენი და მკითხე: "გეღვიძაო?" - არა, ეხლა გამეღვიძა, წყალი მინდა-მეთქი და ავდექი. განა მართლა წყალი მინდოდა, გავედი და ვიტირე.... ისიც მახსენდება, რომ წავიქცეოდი და მეფერებოდი ხოლმე. ზლუქუნს ვუმატებდი მაშინ, რომ მეტად მომფერებოდი. გახსოვს, როგორ ამაყობდი და გიხაროდა, როცა ჩემი, როგორც სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლის გაზრდისთვის, სიგელი გადმოგცეს? მეც ბედნიერი ვიყავი, იმიტომ, რომ შენ გიხაროდა, თორემ ის ფურცელი ჩემთვის არაფერი იყო. ძალიან მიყვარხარ და გილოცავ დედების დღეს. ალბათ როცა დედა გავხდები, მაშინ უფრო მეტად დაგაფასებ, მაგრამ მანამდეც ძალიან მიყვარხარ. დღეს არაფერი მიჩუქნია შენთვის, რა უნდა მეჩუქებინა, საუკეთესო საჩუქარი შენთვის ხომ მე ვარ, მე და ჩემი ძმა. ასეა, მაგრამ მაინც, ამ ნაწერს გაჩუქებ. დედების დღეს გილოცავ დედა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. სამყაროს პარავ პირველ სიტყვებს, (ადრე შორეულს), "ჩემი პირველი სიხარული, დედი, ჩემი დეე...” ჩავეწებები რძის სურნელით დაცვარულ მკერდს და გაგიყუჩდები.
სამყაროს პარავ პირველ სიტყვებს, (ადრე შორეულს), "ჩემი პირველი სიხარული, დედი, ჩემი დეე...” ჩავეწებები რძის სურნელით დაცვარულ მკერდს და გაგიყუჩდები.
16. ლამაზი წერილია დედისადმი.... ლამაზი წერილია დედისადმი....
15. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც წაიკითხეთ :) ირი! :-* დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა ლექსი. გეთანხმები, დედაზე კარგი და საყვარელი არაფერია, დედა არის ჩვენი სიცოცხლე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ არა ის, ვერ ვიარსებებდით... დედა ერთადერთია, ვისაც მართლა უყვარხარ და იცი, არასოდეს ცუდს არ გაგიკეთებს, არასოდეს გიღალატებს და არ გატკენს გულს. :) დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც წაიკითხეთ :) ირი! :-* დიდი მადლობა, ძალიან მომეწონა ლექსი. გეთანხმები, დედაზე კარგი და საყვარელი არაფერია, დედა არის ჩვენი სიცოცხლე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რომ არა ის, ვერ ვიარსებებდით... დედა ერთადერთია, ვისაც მართლა უყვარხარ და იცი, არასოდეს ცუდს არ გაგიკეთებს, არასოდეს გიღალატებს და არ გატკენს გულს. :)
14. დეე...დ
ორშაბათია, ყოველ ორშაბათს, დილის ექვსზე მე ვიბადები, შენში ჩემს საწყისს ვუბრუნდები, (სულმთლად ჩვილი ვარ), ვგრძნობ წამების წინ, ტკივილებით დამტვრეულ თითებს, როგორ მეხება (და რა მშვიდი ხარ).
სხეულზე სითბო მომაქსოვა შენმა ღიმილმა, ხარბი თვალები მოვიხურე თავდასაცავად, როცა სველ გულზე დამაწვინა ბებიაქალმა, ფეთქვას მივენდე, (ჩუმ იავნანად).
სამყაროს პარავ პირველ სიტყვებს, (ადრე შორეულს), "ჩემი პირველი სიხარული, დედი, ჩემი დეე...” ჩავეწებები რძის სურნელით დაცვარულ მკერდს და გაგიყუჩდები.
ორშაბათია ყოველ ორშაბათს, დილის ექვსზე მე ვიბადები, ვგრძნობ წამების წინ ტკივილებით დამტვრეულ თითებს, იცი? კვირაში ის ექვსი დღე მხოლოდ მიყვარხარ, დღეს კი უბრალოდ გაგაღმერთებ, რადგან განგიცდი...
ეს შენ ჩემგან და მოხეტიალესგან :-* დედაზე თბილი რავიცი, დედა თვითონაა სითბო და სიცოცხლე :) დეე...დ
ორშაბათია, ყოველ ორშაბათს, დილის ექვსზე მე ვიბადები, შენში ჩემს საწყისს ვუბრუნდები, (სულმთლად ჩვილი ვარ), ვგრძნობ წამების წინ, ტკივილებით დამტვრეულ თითებს, როგორ მეხება (და რა მშვიდი ხარ).
სხეულზე სითბო მომაქსოვა შენმა ღიმილმა, ხარბი თვალები მოვიხურე თავდასაცავად, როცა სველ გულზე დამაწვინა ბებიაქალმა, ფეთქვას მივენდე, (ჩუმ იავნანად).
სამყაროს პარავ პირველ სიტყვებს, (ადრე შორეულს), "ჩემი პირველი სიხარული, დედი, ჩემი დეე...” ჩავეწებები რძის სურნელით დაცვარულ მკერდს და გაგიყუჩდები.
ორშაბათია ყოველ ორშაბათს, დილის ექვსზე მე ვიბადები, ვგრძნობ წამების წინ ტკივილებით დამტვრეულ თითებს, იცი? კვირაში ის ექვსი დღე მხოლოდ მიყვარხარ, დღეს კი უბრალოდ გაგაღმერთებ, რადგან განგიცდი...
ეს შენ ჩემგან და მოხეტიალესგან :-* დედაზე თბილი რავიცი, დედა თვითონაა სითბო და სიცოცხლე :)
13. ძალიან კარგია:) ძალიან კარგია:)
9. ვაააა...ძაან ლამაზია. დედაჩემი გამახსენდა:( ვაააა...ძაან ლამაზია. დედაჩემი გამახსენდა:(
8. უი,როგორ დადე, ლიკ ერთ დღეში ორი ცალი?:-O
ეს წუხელ წავიკითხე თბილგულა ბავშვო:-* უი,როგორ დადე, ლიკ ერთ დღეში ორი ცალი?:-O
ეს წუხელ წავიკითხე თბილგულა ბავშვო:-*
7. ძალიან კარგი, მეც მიხატავენ გოგოები ლამაზ ბარათებს და მინდა ეს არასოდეს დასრულდეს... ძალიან კარგი, მეც მიხატავენ გოგოები ლამაზ ბარათებს და მინდა ეს არასოდეს დასრულდეს...
6. :) ლიტერატურულად არ შევაფასებ ++ :) ლიტერატურულად არ შევაფასებ ++
5. 2 კომენტს დასტური :) 2 კომენტს დასტური :)
4. შენი გაიხარეეე, შენააა!!! მშვენიერია!!! შენი გაიხარეეე, შენააა!!! მშვენიერია!!!
3. ისიც მახსენდება, რომ წავიქცეოდი და მეფერებოდი ხოლმე. ზლუქუნს ვუმატებდი მაშინ, რომ მეტად მომფერებოდი.
ყოჩაღ! 5 ისიც მახსენდება, რომ წავიქცეოდი და მეფერებოდი ხოლმე. ზლუქუნს ვუმატებდი მაშინ, რომ მეტად მომფერებოდი.
ყოჩაღ! 5
2. კარგი გოგო ხარ,ლიკა:) კარგი გოგო ხარ,ლიკა:)
1. ეს არც პროზაა, არც - პოეზია. ჩემი გრძნობებია ფურცელზე გადმოტანილი.
საიტის წესების გამო, ოდნავ მოგვიანებით ვაქვეყნებ :) ეს არც პროზაა, არც - პოეზია. ჩემი გრძნობებია ფურცელზე გადმოტანილი.
საიტის წესების გამო, ოდნავ მოგვიანებით ვაქვეყნებ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|