ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
7 მარტი, 2009


ქამელეონი

სველ ნიადაგში ჩავისახე და ზედაპირზე
ვიწყე გატოტვა,
მზემ სულს სხეული შემოადნო,
შეუმჩნეველი ნათითურებით,
როგორც მედუზა მიგდებული უწყლოდ ნაპირზე.
ცხელ უდაბნოში
უნაყოფო ნერგივით რომ ვიწყებ გახმობას,
ილუზიაა,
დაბადებიდან ფესვს ვიდგამდი გარდასახვასთან,
მუდმივასთან,
უფრო სწორად მუდმივ სახვასთან.
ქაოსს ვეცეკვე მირაჟად და ვიცვლი სახეებს,
გაუცხოვებამ ცვლილებებში გადამასახლა.
სხვა ცხოვრებაში დავიბადე ადამიანად,
გარდავიცვალე
და მას მერე ყოველ სეზონზე,
ვიცვლი ფერებს,
სხეულს ვიცვლი, დროის დაცლამდე.
სული-მუდმივა,
ვცხოვრობ როგორც ქამელეონი,

ჩავისახე ადამიანად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები