ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: იუმორისტული
5 მარტი, 2009


ბანანი

სიტუაცია: №1
ბაზარში. გამყიდველი და მყიდველი

-ქალბატონო ბანანი არ გინდათ?
-არა გმადლობთ?
-აიღეთ , სულ იაფადაა
-რა ღირს?
-ლარი
-რა ამბავი ლარი
-ამისთანას სად იშოვი ქალო, ხედავ რა ქორფაა?
-მაინც ძვირია
-თუ მოღუნული გნებავთ უფრო იაფია
-მოღუნული რა ღირს?
-მოღუნულს ეს ჯობია ქალბატონო, აი ნახეთ, აჰა
-არ მინდა მეთქი, ყრია აგერ გავივლი და იაფად ვნახავ
-არ გინდა და ნუგინდა, შენ ალბათ მოღუნულზე ხარ მიჩვეული და იაფიანზე - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა გამყიდველმა
-გეშლებათ ქალბატონო, სწორზე და მყარზე ვარ მიჩვეული.


სიტუაცია: №2 ავტობუსში
მგზავრი და მძღოლი

-უკაცრავად ეს გამსახურდიას უდგება?
-არვიცი ქალბატონო, ვერ გეტყვით
-აბა რა იცით? მძღოლი არ ხართ?
-მძღოლი კი ვარ ქალბატონო, მაგრამ მაგ საკითხში ვერ დაგეხმარებით.
ქალი გაბრაზებული ჩადის
-აწი რო გამსახურდიას აუდგება ისე აუდგეს ჩემს მტერს – იცინის მსუქანი მძღოლი


სიტუაცია: №3
ქუჩაში

-უკაცრავად ბატონო დაგივარდათ, ინებეთ
-არადა მეგონა სათანადოდ ვინახავდი
-ეგ არაფერი ხდება ხოლმე
-კი, გარკვეულ ასაკში აუცილებლად


სიტუაცია: №4
ელექტრიკოსი ოჯახში

-მოკლე ჩართვა მოხდა და სულ გადაიწვა
-ეხლა მივხედავ ქალბატონო, შტეპცელს გამოვცვლი და ეგაა
-ძალიან ღრმად რომ ყოფთ მაგას საშიში არაა? – წუხს დიასახლისი
-არა ქალბატონო რას ბრძანებთ, ამით ჯერ არავინ დაზარალებულა
-ხო  ალბათ პროფესიონალი ხართ
-ნამდვილად


სიტუაცია: №5
ისევ ბაზარში
მამაკაცის საცვლების გამყიდველი

-რა ღირს ქალბატონო ეს ტრუსი?
-შვიდი ლარი
-რა ამბავია შვიდი
-სამაგიეროდ გვიან ცვდება
-ოჰ, ასე ამბობთ და მერე 2 დღეში გადასაგდები ხდება, ჩინური ტავარია.
მიდის
- შენ თუ ასეთი მომთხოვნი ხარ, ცოტა ხანში იმასაც მოუცვდება და მეყოლე კარგად – იცინის გამყიდველი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები