ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოლფსტრიმი.
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2022


როცა ღამდება, რა გახსენდება?

საით გარბიხარ?
დაბრუნდებიან მზის შუქისგან კანგადამწვარი შავი ჩრდილები
და ღამის სიზმრებს გადააქცევენ კოშმარებად,
საით გარბიხარ?
დაგეწევიან ის სურვილები
სისხამ დილიდან კისერს რომ უგრეხ
მაგრამ ძილის წინ იხუტებ გულში,
საით გარბიხარ?"
შენი დარდები
დაგაწვებიან
ზედ ჭიპის თავზე,
გასივებულნი,
თითქოს ყველა ის კალორია
შენ რომ უარობ მათ შეისრუტეს.
საით გარბიხარ?
სდექ.
ჩაისუნთქე.
ვეღარ გრძნობ ფეხებს?
ხელისგულები რატომ დასერე
ბასრი ფრჩხილებით?
ან რა აზრი აქვს
ღია ვარდისფრად რომ მოგიხატავს
თუ მაინც სისხლში უნდა დასვარო.
საით გარბიხარ?
სდექ.
ჩაისუნთქე.
ყოველი ღამე არის სასრული.
მაგრამ ერთხელაც არ გათენდება.
სანამ თენდება,
სდექ, ჩაისუნთქე.
თუ შენ იდგები
შენი მდევრებიც შეჩერდებიან.
ზოგჯერ ისინიც ნატრულობენ
რომ შეისვენონ.

გარბიხარ მაინც?
შეჩერდი! შეხე.
შეხე,
თენდება."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები