 | ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 თებერვალი, 2025 |
სურვილთა დასაჭაშნიკებლად, თრობა ვერ იქნება საზომი და ვერ გახდება ეტალონი ასაწონად სიტყვისა. სიტყვას გაფრთხილება და მოვლა სჭირდება, არა როგორც ნივთს არამედ, როგორც ტვირთს მობარებულს უფლისგან საზიდარად! მან დარაბები გამოაღო და ოთახში დაგროვილი ღვარძლიანი სურვილები და დაკვეთები ანფასთან ერთად გამოფინა. შენსას კი " მეუფეო", დარაბებს მიღმა ნამდვილად არ არის გაზაფხული! კაიაფას ანფასს დაატარებ და უფრო მეტად საშიშია შენი განსწავლულის გონით ნათქვამი ყოველი ფრაზა თუ წინადადება. საფრთხილო და ყურად საღები თითოელი სიტყვა, რომელსაც ბაგენი შენი ქადაგებენ მრევლის წინაშე, ყოველ კვირა დღეს, მეტად საშიშია, მოწოდებანი შენი და წყევლა შენი საყოველთაო, რომელასაც არც წარსულში მორიდებიხარ და არც მომავალში მოერიდები. საშიშია სამოსს მიღმა გატარებული მსახიობის შეგონებანი და დადგმული თუ დასადგამი წარმოდგენები. ასევე დირიჟორის ჯოხს მხოლოდ რექვიემისთვის იყენებ და ისედაც, სახელმწიფოსგან ჩაგრულ მრევლს (განგებ არ ვწერ ერს) მეტად დიდ განსაცდელში და გაურკვევლობაში ამყოფებ, რასაც მრევლში დაბნეულობას და სრულ მორჩილებას სთესს!!! ესე ნათქვამი სიტყვა არ გულისხმობს უფლის მორჩილებას. სიტყვა შენი კაზმულია, ისევე როგორც არაბული ულაყი, მაგრამ მაცდური გახდა, როგორც გველი!
უფალს ვებარებოდეთ! გიგო რიონელი ქართველი 12 აპრილი 2021 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა. იხარონ უფლის მაძიებელთა გულებმა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|