1. სარდაფში ერთი სოროა და შიგ ცხოვრობენ თაგვები, დედ-მამა, ბებო, ბაბუა და თაგუნები, მარდები. იცით რამდენი თაგუნა? ოცი რომ ოთხზე გაიყოს, მას მიემატოს თერთმეტი, აბა ეს რიცხვი რა იყოს?
2. დეიდას ჰყავს წიწილები ცხრა ჭრელია, ათი შავი, როგორ მინდა მოვეფერო, მაგრამ კრუხი არის ავი. დედიკოსი რვა თეთრია და თორმეტი არის შავი, რომელსა ჰყავს უფრო მეტი? გთხოვთ, გაართვათ კითხვას თავი.
3. ბებიკოს ჰყავს ორი ღორი, ღორებს ათ-ათი გოჭუნა, ბებოს მოუნდა, რომ გოჭებს ფეხზე ჩააცვას მოდურად. რამდენი უნდა მოქსოვოს ბებომ, ზამთრისთვის წინდა? აბა, რომელი დაასწრებს სწორი პასუხი მითხრას.
4. სამმა კურდღელმა სამი ბაჭია სამ სკამზე დასხა, სამი თეფში და სამი კოვზი დაუდეს წინა, ამდენმა სამმა ჯამში რა მოგვცა, ვინ მეტყვის, ვინა?
5. სამჯერ სამი რამდენია? ალბათ იცი, ნიტა, მისი გაოთხკეცებული, რამდენია, მითხარ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, თქვენგან "ტვინის არ ქონაზე" წუწუნი გასაკვირია. გაიხარეთ მუხა, თქვენგან "ტვინის არ ქონაზე" წუწუნი გასაკვირია. გაიხარეთ
2. გამოცანები კი მიყვარს,მარა ამოხსნას ტვინი ხო უნდა?! უნდა აბა არ უნდა, მისასალმებელია ავტორის განწყობილება საბავშოს მიმართ. გამოცანები კი მიყვარს,მარა ამოხსნას ტვინი ხო უნდა?! უნდა აბა არ უნდა, მისასალმებელია ავტორის განწყობილება საბავშოს მიმართ.
1. აბა, ვის გიყვართ გამოცანები? :) აბა, ვის გიყვართ გამოცანები? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|