აქაც დარო იქაც დარო შენ არავის შესადარო! გულზე ფარო სულზე ქნარო შენ არავის შესადარო! სიყვარულზე სიყვარულით სიხარულით მომღერალო, დიდზე დიდო მორაკრაკევ მდინარე ხარ დღისით წყნარო და ღამით კი ბობოქარო. თვალით თვალში მომზირალო გულჩვილო და სულ მაღალო, იქაც დარო აქაც დარო, შენ არავის შესადარო! ტყის შრიალო, ფოთლის ნავო, შიგ ჩამჯდარო სხივის თვალო, აქაც დარო იქაც დარო, შენ არავის შესადარო!