ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
10 მარტი, 2009


ფული მჭირდება!

  უფ... ეგ რა მითხარი?!
  ფული ყველას გვჭირდება...
  მაგრამ საკითხავი ერთი რამაა:  რისთვის?!

* * *
  შეზარხოშებული ჭაბუკი ბრუნდება სახლში და მშობლებს ამაყად მდაგარი მიმართავს:
  - ფული მჭირდება!
- აჰ... ეგ რა მითხარი?! მართლა? ფული ყველას გვჭირდება, მაგრამ... რისთვის?...
პასუხი სახლში მისვლამდე მოეფიქრებინა ჭაბუკს...
  - გოჩას სჭირდება... აბა რა ვუყო? ძმაკაცია...
  - და რაში დასჭირდა?
  - „თავანი“ აქვს, მამა, ჩასაბარებელი.
  - ვისთან წააგო?
  - ტოტალიზატორში. - იყო მოკლე და სხარტი პასუხი.
  - კიდევ ერთხელ დაგეხმარები, უშველე შენს ძმაკაცს! რამდენი გინდა?
  - ხუთი ათასი.
  - რა ხუთი ათასი?
  - რა და ჭადი... დოლარი!
  - ჯანდაბას თქვენი თავი...
  - მზეო მიეცი ამ ვაჟბატონს ფული. შენ არ გაჰყვე, აქ დარჩი ჩემთან! გამოგიტანს და წაეთრიე...
  ნეტა რა ჰქონდა საამაყო? - ის, რომ ძმაკაცს ეხმარებოდა, თუ ის, რომ ფული ბარიგასთვის უნდა მიეცათ?!

* * *
  - დედა, მშია!
  ეს სიტყვა მხოლოდ ერთი ოჯახის საზრუნავი არ იყო. გაცილებით მრავლისმომცველია...
  ეგ სიტყვა... საქართველო-შია გავრცელებული მხოლოდ, ნეტავი?!

  - მედიკო, ქალო! მიხედე ბავშვს. მე წავედი საშოვარზე, იქნებ ჩამოიარა ჯართით დატვირთულმა ვაგონებმა. სამი დღეა ველოდები და არაფერი გამოჩენილა. გადათხრილია უკვე მთელი ქალაქი. ვეღარაფერს იპოვი ადამიანი.
  - კაცო, თბილად ჩაიცვი ცოტა, შენი გაცივება-ღა მაკლია ეხლა. თითქოს ჩემი არ მყოფნიდეს!
  - ხო, კარგი! ჩემი „ბუშლატი“ მომეცი! თბილია ეგა... იქნებ ერთი ორი ლარი მანც გავაკეთო.
  მოუტანა ქალმა „ბუშლატი“. ეტყობოდა საცოდავ კოროზიამტვერაკრულ სამოსს, პატრონის ძალაუნებურად არჩეული ახალი პროფესია.
  შეიმოსა ოჯახის უფროსი და ცალ პეტლზე ჩამოკიდებული კარი მოიხურა ზურგს უკან.
  - მოდი შვილო, სოიოს სუფი გავაკეთე, ჭამე!
  პირში, კოვზის სახით, ლაგამ-ამოდებულმა მეათე კლასელმა ბიჭუნამ კითხვა დაუსვა დედას:
  - დედა, მამა სად წავიდა?
  - სამსახურში, დედა შემოგევლოს! შენ ჯობია ჭამო, ნუ ლაპარაკობ! შემდეგ გაკვეთილები უნდა ისწავლო.
  - კარგი დედა, მაგრამ მანამდე ეზოში გავალ რა... გეხვეწები?
  - კარგი, ოღონდ ჯერ ჭამა დაამთავრე.

  ეზოში

  - დათო, წამო, სტადიონზე ფეხბურთი ვითამაშოთ.
  - მოვდივარ!
  - დათო, ერთი წუთით, მოდი აქ!
  - რა იყო, გოჩა?
  - ერთი საქმე მაქვს შენთან. ოღონდ მშობლებს ნუ ეტყვი, ხო?
  - ხო, როგორც ყოველთვის...
  - აჰა შენ, მაყუთი და „ბანდეროლას“ გაუტანე, გელოდება!
  - იცის?
  - კი.
  გზაში მიმავალს, სიხარულისაგან თვალები უბრწყინავდა. იცოდა ამ მისთვის უმნიშვნელო საქმეში საზღაურს მიიღებდა. ეს საზღაური ერთ ლარს შეადგენდა. თუმცა სახლისთვის ერთი ლარი, პურის ფული იყო.
  - შემოდი დათო!
  - აი... მითხრეს, ეს კონვერტი შენთან მომეტანა.
  - მადლობა დათო!
  - ჩვენს საძმოში მიგიღებთ, არ გინდა?
  - კი... მაგრამ, რაში გამოგადგებით? - ყოყმანობდა ბიჭი.
  - ყველაფერში, პატარა ძმობილო. შენი თანხმობა მჭირდება. ოღონდ თანხმობის შემდეგ ჩემთან იმუშავებ. ჩემს კურიერად და არა მათ „პეშკად“ - რა მნიშვნელობა ჰქონდა სიტყვების თამაშს? ორივე შემთხვევაში კურიერი იყო.
- ჩემს მეზობლებს რა ვუთხრა?
- არაფერიც არ უთხრა... დარჩები მათ გვერდით. მხოლოდ ერთია: ყოველ ნაბიჯს და სიტყვებს რასაც ისინი იტყვიან ან გადადგამენ, შენი წყალობით, მე მეცოდინება. რას იტყვი, თანახმა ხარ?
  - არ ვიცი?! მშობლებს ვეტყვი.
  - ა-პა-პა პა... არავითარი მშობლები... ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია და მეტი არავის. მე კიდე - ბიჭი მჭირდება. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, ხო, ვაჟკაცო? - და ხელი გაუწოდა თანხმობის ნიშნად „ბანდეროლამ“, - კვირაში ოც დოლარს მიიღებ!
გარიგება შედგა.


* * *
  სახლში ფულის გამოჩენის ეშინოდა დავითს. გადაწყვიტა პატარა ხელჩანთა ეშოვა და მასში მოეთავსებნა დანაზოგი. მეათე კლასელი ბავშვისთვის - საკმაოდ გამჭრიახე გადაწყვეტილება მიიღო. ოც თეთრს ისევ თხოვდა მამას, ეჭვების გასაქარვებლად.
თუმცა დედას არ გამოპარვია შვილის ეს უცნაური გასვლები სახლიდან. მამა, თითქმის, სახლში არ იყო. გვიან ბრუნდებოდა.
  - სად მიდიხარ, დათო?
  - ეზოში.
  - გაკვეთილები როდის უნდა მოამზადო?
  - დავბრუნდები და მოვამზადებ. ბიჭებთან მივდივარ დედა.
  - სახლში დარჩები. ჯერ მოამზადე გაკვეთილები და შემდეგ გაგიშვებ.
შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა. მიხვდა, რომ სიტუაციას უფრო დაძაბავდა რაც ნამდვილად არ სჭირდებოდა. უკეთესი მოიფიქრა: - სკოლაში წასვლისას შეუვლიდა „ბანდეროლას“ და სამუშაო გრაფიკის შეცვლაზე დაელაპარაკებოდა.
ასეც მოხდა.

  წლები გადიოდა...
  ჩვენი გოჩა და მამიკოს ბიჭი დაიჭირეს წამალზე, მაგრამ აქაც მამიკომ დაიხსნა...
მოისყიდა ადვოკატი, მოსამართლე და მხოლოდ წამლის მოხმარების გამო გადაახდევინეს ჯარიმა, ასე, ოცი ათას დოლარამდე.
  დათოს ხელჩანთაში, რომელიც ყულაბის როლს ასრულებდა, ხუთი ათასი დოლარი დაგროვდა. შესაბამისად საუკეთესო კურიერობისთვის გასამრჯელოც ეზრდებოდა, წლების განმავლობაში.
  ოცი წლის შესრულდა დათო.


* * *
  - როგორ ხარ, გოჩა? - დათომ ხელიც ჩამოართვა, როდესაც სიგარეტისაგან გაკვამლულ ოთახში შევიდა.
  - მაგრად... ბიჭო ერთი საქმე კიდევ უნდა გაგვიკეთო რაა...
  - აბა, მითხარი, რა გინდა?
  - ბიჭო, ეჭვი მაქვს... ეგ ნაბიჭვარი „ბარიგა“ მეთვალყურეობს ჩვენზე, სიმონ...
  - ჩემგან რა გინდა?
  - უნდა მოგვეხმარო, ბიჭო! გეიგე, სიმონ?
  - მე გავიგე, მაგრამ რას მთხოვთ, ეგ მაინტერესებს?!
  - მაგ ნაბიჭვარმა ჩაგვსვა ჩვენ და მაყუთიც შეგვაწერა, სიმონ... არ ვაპატიებ, გეიგე? არ ვაპატიებ! - ცხარობდა გოჩა... ჩემი ფული ვაჭამო მაგ ჩათლახს?.. არ შევარგებ! ჩვენ როგორ გაგვიბედა, მაგ ნაჩათლახარმა, მაგან?
  - დაწყნარდით... მე არ გამოგადგებით ამ საქმეში. - მშვიდად გასცა პასუხი დათომ.
-  ვითომ რატომ?
  - აბა დაფიქრდით... ერთი ხელმოცარული ბიჭი ვარ. დედა ავადმყოფი. მამაც შეუძლოდ მყავს. საოპერაციოა! უბრალოდ არ მცალია. თან შარში ვერ გავყოფ თავს. აგერ მამიკოს ბიჭს შეეხვეწე... ფულის მეტი რა აქვს მამამის?! მოიფიქრეთ რამე... ამ შემთხვევაში მეც შეგიწყობთ ხელს... ინფორმაციას მოგაწვდით... - უარის თქმა არ გამოდიოდა.
  - ჩვენ მისი მოკვლა გვინდა.
  - „კაროჩე“, მოიფიქრეთ, ფულს სად იშოვით და დანარჩენზე მე ვიფიქრებ...
  - „ხარაშო“ ძმა! ხედავ, მამიკოს ბიჭო, როგორ გაიქექა ჩვენს ხელში ეს ნაბიჭვარი?
  - ცოტა ლამაზად მომიხსენიე გოჩა, თორემ კარგად იყავით... ჩემგან დახმარებას არ ელოდოთ.
  - მაპატიე „ბრატ“...

* * *
  - ვინმე მკვლელი გვჭირდება „ბანდეროლ“... ორი მუწუკი უნდა მოვიშოროთ და მესამე რომ არ მოკლან.
  - მესამე ვინაა?
  - შენ.
  - მე?
  - ხო, შენს მოკვლას აპირებენ. - სრული სიმშვიდით და ღიმილნარევი სიტყვებით უპასუხა „ბანდეროლას“ დათომ - ხომ გინდა ისინი სამუდამოდ შევფუთოთ და გზავნილი გავაგზავნოთ საიქიოს?
  - კი, მინდა!
  - ჰოდა დამიჯერე! მკვლელი გვჭირდება, რომელიც საქმეს ანაბეჭდების გარეშე აკეთებს.
  - დავრეკო, ეხლავე...
  - გამარჯობა. - მოდი ჩემთან. - საქმეა.
მობილური ტელეფონი გათიშა და დათოს უთხრა: - მოვაო.
  - ეს მკვლელი მას უნდა მივუყვანო!
  - შენ, რა გაგიჟდი?
  - არა... უბრალოდ მე მელოდებიან. გეგმა უნდა შევიმუშავოთ შენი მოკვლის. შემდეგ ამ გეგმით მათ მოვკლავთ.
  - ეს როგორ?
  - მენდობი?
ოდნავი პაუზის შემდეგ დაიეთანხმა „ბანდეროლი“ დათოს და დაამატა:
  - გენდობი! ამ საქმეში ორმოცაათი ათასს მიიღებ! კაცური პირობაა!
ახლა აქ კოცობაზეა საუბარი? - ნეტავი მათ... მათი კაცობაც!


* * *
  ორმოცდაათი ათასი საკმარისი იყო იმისთვის, რომ ოპერაცია გაეკეთებინა მამისთვის დათოს და დედასაც უმკურნალებდა...
  დათოს მშობლები გვიან ასაკში დაქორწინდნენ. შესაბამისად, დუხჭირმა ცხოვრებამ მათზე კვალი დატოვა. ხანში შესული მშობლები ამაყობდნენ შვილით. წარჩინებული მოსწავლე იყო. სკოლაც ფრიადზე დაამთავრა. უნივერსიტეტშიც ჩაერიცხა. სამაგიეროდ აშკარად იცოდა დავითმა წამლითა და „პლანით“ კაიფი... უბრალოდ, ნებისყოფა ყოფნიდა იმისა, რომ წამალი არ გაეკეთებინა. აი „პლანზე“ კი უარს არ ამბობდა... იტყოდა ხოლმე: - იმდენი მასალა დამიგროვდა თავში, მთელი ცხოვრება რომ ”პლანი” მოვწიო, მაინც ვერაფერს დამაკლებსო. სამყოფი მასალა ყოველთვის მექნება, რათა ამ ცხოვრების ნაბიჭვრებს საკადრისი პასუხი გავცეო... აი კაცი!!! - ვითომ?!

* * *
  - შეხვედრის ადგილი შევცვალე დათო.
  - რატომ?
  - ზღვაზე დავთქვით. ჩემს სეინერზე.
  - კარგია. გიწონებ გადაწყვეტილებას! სახლს ნამდვილად სჯობია.

* * *
  - გამარჯობა „ყასაბო“.
  - სალამი „ბანდეროლა“! როგორ გიკითხო?
  - კარგად. საქმეზე გადავიდეთ.
  - კარგი. გისმენ!
  - გაიცანი, დათო. მას აქვს შენთან საქმე.
  - ჯასაბა. - ხელი გაუწოდა დათოს.
  დათომ გამოწოდებული ხელი ”ვერ დაინახა” და კითხვით მიმართა „ყასაბს“:
  - როგორ მოშაობთ?
  - სუფთად.
  - ეს არ მიკითხია. მარტო?
  - დიახ. მარტო.
  - ეს უკვე კარგია!
  - მოკლედ. გველოდებიან... აქედან ორ ადამიანთან მივდივართ, რომლებიც უნდა გაასაღო, ოღონდ მისვლისას არა. იქ ჩვენ ვისაუბრებთ „ბანდეროლას“ მკვლელობაზე. თანხა ბოლომდე უნდა მოითხოვო, რადგან ჩვენგან ვერაფერს მიიღებ. შენივე „ტრუპები“ გიკვეთავენ...
  ასე რომ...
  ფული გჭირდება?
  ტრუპებს თხოვე!
  - წავედით „ბანდეროლა“ ჩვენ. არ მოიწყინო... მალე იხალისებ.
  - გელოდებით, აბა, კარგი ამბებით. ჩვენი შეხვედრა არ იქნება, სანამ საქმეს არ მორჩებით. გააკეთებთ. ერთი კვირის თავზე ჩემთან სეინერზე გელოდებით. ამავე დროს. სუფთად იმუშავეთ!
  - არის, გენერალო!
  - ძაღლურ ხუმრობებს შეეშვი ბიჭო! - გაუღიმა „ბანდეროლამ“ დათოს.
  ღიმილითვე უპასუხეს და სეინერიდან გადავიდნენ ხმელეთზე.

* * *
  ზარი მობილურიდან:
  - სად ხარ გოჩა?
  - სახლში.
  - ის ნაბიჭვარი დედიკოს ბიჭი შენთანაა?
  - კი, სიმონ! შენ, რა, ყველაფერი „იჩალიჩე“?
  - კი.
  - შენთან მოვდივართ.
  - „ხარაშო“!
  ნახევარ საათში გოჩას ხუხულას მიადგნენ.
  მართლაც, რომ ხუხულა სახლი იყო. უკვე ღამის თორმეტი გამხდარიყო... ეზოში შესულებს სინათლე მხოლოდ ერთი ფანჯრიდან ბჟუტავდა. სავარაუდოდ სასტუმრო ოთახი იქნებოდა, რადგან ფანჯარა, საიდანაც სინათლე გამოდიოდა, ქუჩის მხარეს იყო. სახურავი, უსწორმასწო განლაგებით, ხრიოკ ადგილს მოგაგონებდათ. უკანა კიბით ავიდნენ. საწყალი კიბე მორყეულიყო. ფრთხილად აუყვნენ საფეხურებს. კარიც სავალალო მდგომარეობაში დახვდათ... დამცინავი მზერით გადახედა დავითს „ყასაბამ“. - იფიქრა, ”ეს რა უბედურებააო?!”...
  - ვაა, ჩვენს ჯიგარ ძმაკაცს ვახლავარ!
  - არასოდეს ვყოფილვარ შენი ძმაკაცი, შე ვირო. - ჩაიცინა დათომ.
  - არ გაგვაცნობ?
  - „ყასაბა“.
  - სახელი არ გაქვს, „ყასაბა“? - გამოაჩინა ოცდათორმეტივე კბილი მამიკოს ბიჭმა. ეტყობოდა ცხოვრებისეული გაზულუქება...
  - ის უსახელოდ მუშაობს. - იყო დათოს სერიოზული პასუხი.
  იმ წუთშივე მოკეტა და დამალა კბილები მამიკოს ბიჭმა.
  - აი, ესენი არიან. შენთან აქვთ საქმე...
  - რამდენს ითხოვ? - ფულზე შეუყვანა საუბარი გოჩამ.
  - ამ ნაბიჭვარზე უკეთ აზროვნებ, გეტყობა. - მოეწონა „ყასაბას“ შეფასება გოჩას და თავი ამაყად მოიღერა. - ასი ათასი დოლარი მინდა!
  - სერიოზული თანხაა! - შეწუხდა მამიკოს ბიჭი. მე მოლოდ ორმოცათის მოცემა შემიძლია.
  - კარგად იყავით! - დაემშვიდობა. მას უკან მიჰყვა დათოც.
  - მოიცათ, გთხოვთ... დაიცადეთ! ვიშოვით მეორე ნაწილსაც.
  - ეს უკვე სხვა საქმეა! მხოლოდ წინასწარ გადახდის შემდეგ.
  - მარტო მუშაობ?
  - კი.
  - ეს კარგია.
  - როგორ აპირებ მის ჩაძაღლებას?
  - ეს ჩემი საქმეა. დათოსთან შევათანხმე უკვე!
  - მის დაცვას რას უპირებ?
  - რაც ნაკლებ კითხვებს დასვამთ, მით უფრო მოიგებთ. თან ჩემი გადარჩენის შანსიც მეტია... „დაწვისას“ ხო შეიძლება დაფქვათ ყველაფერი?!
  - როგორ თუ „დაწვისას“?! განა არ გამოგივა? ეგ რა, შენი პირველი საქმეა? ვინ მოგვიყვანე შე ნაბიჭვარო? -  ყელში სწვდა გოჩა დათოს.
  - ეეე... შენ, ნადირო! ეს მე კი არ დავიწვები, არამედ თქვენ, რომ მოგივიდეთ მარცხი და გული აგიჩუყდეთ, იმ შემთხვევაში ვლაპარაკობ. გაიგე, სიმონ? ახლა კი ხელი გაუშვი დათოს.
  - გასაგებია, მაგრამ მეორე ნახევარს საქმის დასრულების შემდეგ მიიღებ.
  - კარგით. შევთანხმდით. მხოლოდ მეორე ნახევარს - დათოს მისცემთ. ის დამირეკავს და მეტყვის, ფული ჩემთანააო. ამის შემდეგ გაგორდება მორგვივით თქვენი რჩეული. გასაგებია?
  - დათო ჩვენთან იქნება დათქმული დღისთვის.
  - ჯიგარი ხარ „ბრატ“! - აღტაცება ვერ დამალა მამიკოს ბიჭმა. ეგ ნაბიჭვარი ჩაძაღლდება. თან მამაჩემსაც ყელში ყავს გაჩხერილი, რაა...
  - წავედით, დათო! პირველი ნაწილი ხვალ ნაშუადღვს, პირველზე დათოს ხელით უნდა მივიღო.
  - კი ბატონო, როგორც იტყვით.
  - ეჰ, მაგრად მჭირდებოდა ფული... თან „ტრუპისგან“?!
  - მართალი ხარ, ძმაო? ნაბიჭვრების ჩაძაღლებისთვის აღებული ფული კეთილ საქმეს ემსახურება! - ისევ ოცდათორმეტი კბილი შეაგება მიმავალთ მამიკოს ბიჭმა.



* * *
  - „ყასაბა“, როცა მეორე ნაწილს მომიტანენ, დაგირეკავ და შეგატყობინებ, თუ სად ვიქნებით.
  - სჯობს, შენ დაუთქვა ადგილი. აქვე მოვილაპარაკოთ, თუ სად შეხვდები მათ და ჩემი საქმის განორციელებასაც შევუდგები. შენ მათთან უნდა იყო, რათა არაფერი იეჭვონ.
  - თავისთავად.
ის მხოლოდ ოცი წლის იყო...

* * *
  ნაქირავები ბინა. კეთილმოწყობილი და სასიამოვნო ატმოსფერო...
  ბიჭები ერთად არიან. ფულის სუნი ტრიალებს ოთახში...
  ზარი მობილურზე:
  - ადგილზეა ყველაფერი. შეგიძლია დაიწყო!
  - მშევნიერია!
  - არაფერს დალევ, დათო?
  - არა, ბიჭებო... თქვენ მიირთვით!
მხოლოდ ორი ჭიქა დადგეს მაგიდაზე და ორიც ლუდიც.

  ორჯერ გასროლის ყრუ ხმა...
  ორი ხვრელი ფანჯარაში...
  ერთი „ტრუპი“ ტახტზე, ერთიც - სამზარეულოში...
  დათო ხელთათმანებს იკეთებს, „კეისს“ იღებს და ტოვებს ნაქირავებ ბინას.

* * *
  - მამაო, ფული გვჭირდება. მშენებლობა ჩერება. ვერ გავაგრძელებთ. ხალხი თავის კუთვნილ ხელფასსაც ითხოვს.
  - რამეს მოვიფიქრებთ. სად არის ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი?
  - ახლავე დავუძახებ.
  - დამლოცე, მამაო!
  - დამილოცნიხარ, შვილო!
  - ჩვენი შემოწირულობა რამდენს შეადგენს დღეისთვის?
  - დღეს ერთმა მეცენატმა შემოგვწირა სოლიდური თანხა... ამას ემატება უპატრონო ბავშვთა სახლიდან შემოწირულობები, ასევე ინტერნეტ-შემოწირულობები და სატელეფონო ერთლარიანი შემოწირულობები
  - გმადლობთ, უფალო! ვინაა ის მეცენატი ან რამდენი გადმორიცხა?
  - დავით მშოვნელი გახლავთ, მამაო!
  - ხო ვიცი ეგ ფსევდონიმია მისი, გვარი არც იციან...
  - მართლაც... მშოვნელიცაა და მშრომელიც!

* * *
  - დავბრუნდეთ უკან...
  - ყოჩაღ, დავით! ეს საქმე არაჩვეულებრივად შეასრულე. ამას არ ველოდებოდი! - შეაქო დათო „ბანდეროლამ“.
  - საჩუქარი მაქვს შენთვის!
  -  დიახ!
  - კარგი, რა... შეეშვი ამ ოფიციალურობას. თუ შენს თავზე დიდი წარმოდგენა შეგექმნა პირველივე წარმატებული ოპერაციის შემდეგ?
  - არა ტარიელ, არ შემქნია! - ასე ერქვა „ბანდეროლას“ - უბრალოდ მოკლე პასუხები დამჩემდა, რატომღაც?! - გაეცინა დათოს
  - კარგი. რაც შეეხება საჩუქარს. ჩვენს კრებაზე მიგიწვიეთ. იქ იქნებიან ადამიანები, ვინც ხელს გვიწყობს და გვმფარველობს. „კრიშები“ რა... შენი გაცნობა უნდათ! არ ვიცი რატომ?! ალბათ სარფიანი წინადადება ექნებათ შენთან?!
  - ვნახოთ!

* * *
  კრებაზე ყველას მოეყარათ თავი. განურჩევლად მათი თანამდებობებისა...
  ვის არ შეხვდებოდით კრებაზე...
  პარლამეტის წევრები...
  ფინანსთა სამინისტროს მუშაკი...
  უშიშროების მუშაკი...
  თავდაცვის სამინისტროს მუშაკი...
  შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაკი...
  საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაკი...
  არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაკი...
  პენიტენციალური განყოფილების მუშაკი...
  აღიარებული ქურდები...
  აღიარებული „ბარიგები“...

  - „ბაჩანა“ - მიმართა მრგვალ მაგისთან მჯდომარე ტარიელმა. - ამ ადამიანზე გიყვებოდი. ეს არის დათო!
  - მომიახლოვდი, ჭაბუკო!
  ფეხზე წამოდგა ოთახის კუთხეში მიმჯდარი დათო და მიუახლოვდა „ბაჩანას“. სხვებიც დაკვირვებით უმზერდნენ ჭაბუკს და აკვირდებოდნენ მის ყოველ ნაკვთს... მრისხანება ვერ ამოიკითხეს მის სახეში.
  - გისმენთ.
  - რამდენი წლის ხარ, ჭაბუკო? - ასე, სამოც წლამდე იქნებოდა „ბაჩანა“ მაგ დროს.
  - ოცის.
  - ოცი წლის ასაკში ესეთი საქმის პირნათლად შესრულებაა? საქებარია ყმაწვილო! დამეთანხმებით, ალბათ, კოლეგებო!
  - დიახ, - ცალ-ცალკე, არეულად უპასუხეს მრგვალი მაგიდიდან.
  - გილოცავთ!
  - გმადლობთ!

  მობილურის ზარი...
  მობილურზე მოლაპარაკე დათოს სახე გაეყინა... მთლიანად გათეთრდა...
  - მაპატიეთ ბატონებო, მამა გარდამეცვალა საოპერაციო მაგიდაზე... - ძლივს მოახერხა სიტყვებისთვის თავი მოეყარა დავითს.
  - გასაგებია შენი გულისტკივილი, მეგობარო, მაგრამ საქმეს ვერ გადავდებ. უნდა მომისმინო!
  - ფული უნდა გავათეთროთ. რაშიც ერთი ადამიანი გვიშლის ხელს. ასევე ეკონომიკურმა და ფინანსურმა კრიზისმა დაგვამუხრუჭა... მოკლედ, ეს ადამიანი შენ უნდა მოგვაშორო! „ბანდეროლზე“ ვსაუბრობ. - ხელმეორედ გაეყინა სახე დავითს. მას მეორე - ფულიანი მამიკო უნდა “გაიესაღებინა“... - ცხოვრება ყველაფერს გვიმზადებს... ფული კი ადამიანს ამზადებს სამომავლო მიზნებისთვის... შენ მის ადგილს დაიკავებ. ის ხომ დამპალი ნარკომანია... ჩვენს ფულებს ანიავებს უმისამართოდ. ყველა შეწუხებულია. ზევითაც შვილო! შენზე უკეთესი არავინ ეგულებათ იქ, ზევით. მოკლედ, პასუხი ხვალ უნდა ვიცოდეთ, დღის ათ საათზე. უშუშროების დახურულ სხდომაზე უნდა გავიდეს ეს საკითხი. თერთმეტზე იწყება სხდომა. სხვა კანდიდატურა არ განიხილება.
  - კარგით, ხვალ გეტყვით პასუხს!
  - შენს იმედზე ვართ! წამყვან თანამდებობასაც დაითრევ. გპირდები!
  - იქნებ შემდეგ მეც გამასაღოთ?!..
  - არა, სახელი და გვარი გექნება ახალი. შენი პასპორტი მზადაა უკვე დავით. მამაშენის სახელიდან გამომდინარე. გიორგი არა?
  - დიახ, გიორგი.
  - ჰოდა, დავით გიორგობიანი იქნები, ფსევდონიმით „მშოვნელი“! ეგ უკანასკნელი იქნება შენი მეტსახელი...
  - გმადლობთ! - იყო სახელმწიფო ტყვედ განწირული დათოს განწირული პასუხი.
  - ფული ყველას გვჭირდება! - დედა ჯერ კიდევ ცოცხალია! მეუღლეც ვიცით ვინ იქნება შენი. ასე რომ, დაგიცავთ, გპირდები!

  გააფორმეთ კრების ოქმი...
  შეთანხმება მიღწეულია მეგობრებო!
  კრება დასრულებულად ცხადდება!


* * *
  - მამაო, ფული მჭირდება!
  - ფული ყველას გვჭირდება, შვილო!
  - მამაო მაპატიე, რამეთუ შევცოდე!
  - ღმერთმა შეგინდოს, შვილო, შეცოდებანი შენნი!

* * *
  წლები სრულდება...
  გზები იზრდება...
  წლები სრულდება...
  მეცენატები კვდებიან...
  მეექვსე კლასელ ბიჭს ისევ ფული სჭირდება...

  სიზმარიც დასრულდა...

* * *
  კვირა მოვიდა!
  - წამო, მამა, ეკლესიაში წავიდეთ!
  - ახლავე, მამა!
  - დათუჩა, მზად ხარ! არ მინდა წირვაზე დავაგვიანოთ!
  - მოვდივარ! - წყალი შეისახა პირზე, უკვე ძონძებში გამოწყობილმა დათომ და მამას გაჰყვა.

* * *
  - მამაო, ფული მჭირდება!
  - ფული ყველას გვჭირდება, პატარა!
  - მამაო, მაპატიე რამე თუ შევცოდე! სიზმარი ვნახე ცუდი...
  - ღმერთმა შეგინდოს, შვილო, ცოდვები!

* * *
  სახლში მისვლისას, დათომ მამას სთხოვა: - ცოტა ხნით ეზოში ვითამაშებ, კარგი მამა? - თანხმობის ნიშნად მამისგან ხელისგულის სითბო იგრძნო თავზე.
  - დათო, წამო სტადიონზე ფეხბურთი ვითამაშოთ.
  - მოვდივარ!
  - დათო, ერთი წუთით მოდი აქ!
  - რა იყო გოჩა?
  - ერთი საქმე მაქვს შენთან. ოღონდ მშობლებს ნუ ეტყვი, ხო?
  - გისმენ!
  - აჰა შენ, მაყუთი და „ბანდეროლას“ გაუტანე ეს კონვერტი.
  - არ შემიძლია, თვითონ გაუტანე... მე რა შენი „პეშკა“ ვარ?
  - ოოჰ... შე ნაბიჭვარო, დაახვიე აქედან, სანამ მოგხვდა!
  - ეგეთი თვითონ ხარ! - უთხრა დათომ და მეგობრებთან ერთად სტადიონისკენ გაკურცხლა.




9 მარტი 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები