ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
30 აპრილი, 2023


მტერ- მეგობრისა

#ეტიუდები

მე ალბათ პოეტი იმიტომ ვარ, რომ ლოდინს ვერ ვიტან, არადა ხშირად მიწევს. გაძლების საუკეთესო გზად კი ამ დროს ლექსის თხზვა ან თარგმანი მიმაჩნია.
ახლაც ჩვენი თვითმფრინავი სამი საათით იგვიანებს და რა გამაძლებინებს!
წუხელ თვითმფრინავში დაწერილი ლექსი ხომ უკვე დაგიდეთ, მაცაცოზე,
ძაან რომ გავადრამატულე,
აბა უიმისოდ 10 საათს რა გაიყვანდა!
იქ ასეთი ამოცანა მოვიფიქრე:
ავიღე პორნოს კლასიკური განმარტება და ვცადე, ზუსტად იგივე გამეკეთებინა ლექსში, მაგრამ პორნო  კი არ გამომსვლოდა, არამედ ტრაგიკული ჟღერადობის მქონე ნაწარმოები.
მერე ვიფიქრე, ვცდი, კონტექსტს შეუძლია ამის დატევა- მეთქი და გამოვიდა!
ახლა - ეს - მსუბუქი იყოს, ნიუ იორკის აეროპორტიდან!

***

ო, მეგობრები მოდიან და  ისევ მიდიან,
ვით მდინარეში წყალი შედი-გაედინება,
რაც მეგობრისთვის არასოდეს არ გაგინდია,
ნუ დაგაღონებს, მტერს არასდროს ეცოდინება.

დავნაღვლიანდი,  გავიაზრე სიბრძნე ეგ ოდეს,
რა სასტიკია ყოფის ჩვენის ეს განაჩენი!
რა იქნებოდა, მტერიც ასე წყალს მიჰყვებოდეს,
ან მეგობარი იყოს მტერივით მუდამ დამრჩენი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები