 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 12 ნოემბერი, 2023 |
#ეტიუდები
ნდს
ჭორაობა გალერისტული
თავისუფალი ყოფაქცევის ის იყო ქალი, დღეს უკვე ასე არ იწოდება, ნუ გეგონებათ, მოკრძალება ჰქონდა გამქრალი და ნურც ძალიან შეგეცოდებათ.
განსაკუთრებით ტრიალებდა მხატვართა წრეში, სახელოსნოთა უყვარდა მტვერი, საყვარლისადმი როდი არის ყველა უხეში, თვითონვე თუკი არ დაიმტვერი,
გარეთ - აზრს მათსას ერთმანეთზე - იმეორებდა, ბაძავდა ვიღაც ინტელექტუალს. იცოდა რაკი ძირისძირი იმათ მორევთა, ხვდებოდა, ვინ ვის იმტერებს თუ არ
და გაფუჭებულ ტილოებს და ნაქანდაკარებს, გადასაყრელებს ჩუქნიდნენ რაკი, ფასი დაედო იმ მხატვართა ხელდანაკარებს, აღარ გინდა რამ ლაპარაკი.
შეუძენია, მოუწყვია გალერეა და ქალბატონია დაფასებული, დაიარება მასთან ახლა მთელი პლეადა და კლიენტებით გამოვსებულა!
გარს ახვევია არტისტები და ყველა სნობი, ხუნდება დროთა გამო ფერები, აწ ქველმოქმედებს, მისი გარჯით და თაოსნობით მოწყობილია გამოფენები!
დააბერინა ტუჩები და უყვარს ფილერი, სტილი ,,ქეჟუელი” მისი ჰობია, და როგორც უწინ, ყველანი ჰყავს კმაყოფილები, მარტოს? - ერევა ყველა ფობია.
ეჰ, რა დრო გაქრა, ქალი როცა ფასობდა ასე! დღეს ქალის ფასი არის შაური. ვის ვინ სჭირდება! თუნდა თავი მთლად გაიხასოს! აი - დროის დანაშაული!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. კაი რამ არის ეს ჭორაობა, მაგრამ მთლად მასე არაა ქალი ახლაც ფასობს. კაი რამ არის ეს ჭორაობა, მაგრამ მთლად მასე არაა ქალი ახლაც ფასობს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|