 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 15 სექტემბერი, 2024 |
#თავშესაქცევი #ეტიუდები
აბა, წავიდა ყვავების თვლა, ამ შემოდგომაზეეე!!! ოღონდ ყვავი და ყორანი არ აურიოთ! ხომ იცით, რაშია განსხვავება? ყვავი პატარაა, ხოლო ყორანი - ორასი წელია იძახის ,,ნევამორრრრ”, ედგარ პოს გამო!
ინგლისურ ფოლკლორში არსებობს მკითხაობა გზად შემოხვედრილი ყვავების რაოდენობის მიხედვით. როგორც ფოლკლორულ ტექსტებს ახასიათებს სხვადასხვა ვარიანტით არის გავრცელებული. სიმბოლიკაც - განსხვავებულია. მე - ფოლკლორული ფორმა ავიღე და ქართულ ლიტერატურულს მივუსადაგე, გავაკეთე მონორაიმი ანუ ერთ რითმაზე ავაწყვე. გაერთეთ!
ნინო დარბაისელი
ყვავსათვალავი
გზაზე ერთი ყვავი ნახო, - მიზნად ფუჭი დაისახო; გზაზე ორი ყვავი ნახო,- დასაძრახი დაიძრახო; გზაზე სამი ყვავი ნახო, - ტყუილები ბევრი ჩმახო; გზაზე ოთხი ყვავი ნახო, -დაიღალო, გაილახო; გზაზე ხუთი ყვავი ნახო, - იწვალო და ივაგლახო; გზაზე ექვსი ყვავი ნახო, - გულს იმედი ჩაისახო; გზაზე შვიდი ყვავი ნახო, - მთა და ბარი გადალახო; გზაზე რვა თუ ყვავი ნახო, - თავი შახად შეინახო; გზაზე ცხრა თუ ყვავი ნახო, - ოთხივ კუთხივ იჩახჩახო; გზაზე ათი ყვავი ნახო, - მოიხვნება შენი ახო; თუ თერთმეტი ყვავი ნახო, - რამე ხიფათს დაეჯახო; თუ თორმეტი ყვავი ნახო, - ვინმე მშველელს დაუძახო; თუ ცამეტი ყვავი ნახო, - ცას პირჯვარი გადასახო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მუხა, ჯი- კო, დიდი მადლობა!
აი, ამას ველოდი მთელი დღე დაძაბული. ნახეთ, რა მაგრად გაუკეთებიათ,, ყვავსათვალავი”! ტექსტის ავტორი - თქვენი მონა-მორჩილი, ანუ ნინო დარბაისელი სტრონი, მუსიკის ავტორისა და შემსრულებლის ვინაობა - ჯერ არ ვიცი. ალბათ გამაგებინებენ. ლინკი გადმომიგდეს და ვისიამოვნე.
https://youtu.be/jisyJTPTmCk?feature=shared მუხა, ჯი- კო, დიდი მადლობა!
აი, ამას ველოდი მთელი დღე დაძაბული. ნახეთ, რა მაგრად გაუკეთებიათ,, ყვავსათვალავი”! ტექსტის ავტორი - თქვენი მონა-მორჩილი, ანუ ნინო დარბაისელი სტრონი, მუსიკის ავტორისა და შემსრულებლის ვინაობა - ჯერ არ ვიცი. ალბათ გამაგებინებენ. ლინკი გადმომიგდეს და ვისიამოვნე.
https://youtu.be/jisyJTPTmCk?feature=shared
2. საინტერესოც და სახალისოც არის!. საინტერესოც და სახალისოც არის!.
1. ყვავსათვალავი ძალიანი მომეწონა, ჩემთან ეზოში სულ დაფრინავენ ყვავები, გავალ ტაშს შემოვკრავ და ყველა უცბად აფრინდებიანა, არასოდეს დამითვლია, დღეიდან დავითვლიიი. ყვავსათვალავი ძალიანი მომეწონა, ჩემთან ეზოში სულ დაფრინავენ ყვავები, გავალ ტაშს შემოვკრავ და ყველა უცბად აფრინდებიანა, არასოდეს დამითვლია, დღეიდან დავითვლიიი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|