მიმკითხავეო მომავალზე უცხო კაცების. გადაწევ ფინჯანს, ნალექიან თვალებს აამღვრევ, მოავლებ წრეებს, წრეწირებს და დაღამებამდე გუბეებიდან, ფანჯრებიდან, ანდა ყელიდან ამოსულ ჰაერს არ გაუყოფ არც ერთ თანამგზავრს! რა უნდა მოხდეს? ქანცგაწყვეტილ თითებში ბეჭდებს ათამაშებ, ასეც აღარ გწამს: ჰარაკირია ყველა უცხო კაცი, ცალ-ცალკე დანის დასმაა მუცელზე და წრეზე ტრიალი. მიმკითხავეო, ფანჯრებიდან კვამლი გაფანტე და ფარდების ქვეშ მორკალული ტანით დაწექი! შუქჩრდილები, მომცრო სხეული… რომ მოაბრუნო შენი ყელი, როგორც ბრუნავენ წისქვილები ქარის და ასე მოაწონო მკითხავებს თავი უცხო ქალაქში ჩამოსულმა უხმო ქარავანს - სამკითხაოდ, გზის დასანახად. გუგებს ურევდე ნალექიანს მტვრიან ფინჯანში და ვერ აწვდიდე ჰაერს ფანჯრებს, ყელს და ხანდახან გტკიოდეს ცივი დანის დასმა შენს თბილ მუცელზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. მთავარია, თავში არ აუვარდეს))) მთავარია, თავში არ აუვარდეს)))
5. გმადლობთ, @თანანა ! გმადლობთ, @თანანა !
4. საინტერესოდ წერთ! საინტერესოდ წერთ!
2. განსხვავებული აზროვნების ავტორი. განსხვავებული აზროვნების ავტორი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|