ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი ლუ
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
15 ნოემბერი, 2024


სარეველები

ვერ გავიმეტეთ,
ვერ ამოვთხარეთ ძირიანად სარეველები,
რომლებიც ჩვენი ეზოს ბოლოდან
უკვე ჭიშკრამდე წამოზრდილან..
მივდიოდით და ცელით თავებს წელამდე ვჭრიდით.
ვერ გავიმეტებთ,
ფესვები თუ ჩვენი მტკივანი ხელისგულები..

ან იქნებ სისხლი გვიყიოდა,
იქნებ და მათში ჩვენს წელშიგაწყვეტილ თავებს ვხედავდით.
რომ არ მოვიდა ღმერთი კაცივით
და არ მოგვთხარა ფესვებიანად,
რომ გვაცდიდა მიწიდან თავის წამოწევას,
მერე კი გვჭრიდნენ
და ვიყავით ასე ათეულობით წელი
სანამ ფესვები არ გვილპებოდა..

ზოგი კი,
ისე პატარა იყო,
ისე ბავშვებმა მიატოვეს დედის გულები..
რომ სირცხვილით მიწა ფესვებქვეშ გვეწვოდა,
მაგრამ არ გასკდა,
არ ჩაგვიტანა..

ვერ ვიმეტებდი სარეველებს,
ვერ ამოვთხარე,
რომელიც ჩემი სულის ბოლოდან
თითებამდე წამოიზარდნენ..
და ყველაფერს რასაც ვეხები,
რაც მიყვარს,
რაზეც ვოცნებობდი,
ავადმყოფობასავით ედება ჩემი თითების სიმწვანე
მზე ჩადის და ლპებიან..

ასე მოხდა,
მე ლამაზი ბიჭი მიყვარდა
და პირველი ის გავგუდე..
ისე ძლიერად მოვეხვიე,
რომ ერთ დილასაც,
როცა თვალებში ჩავხედე
მე მათში აღარ ვიყავი..
ცივი ხელები ჰქონდა
და მარმარილოსავით კანი..
მითხრეს რომ ფესვები დაულპა,
რომ მზე მოვუჩრდილე..

სარეველები ჩვენ გვგვანან..
აღარც ღმერთი მოვიდა.
აღარც კაცი ჩანს..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები