 | ავტორი: დებორა ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 17 ნოემბერი, 2024 |
#დილაუზმოს_ფიქრებიდან
ნდს
წუწაობა - სამართლის სახელით
რა ექნაო, - იმ საღებავის შემსხმელის მხარემ მომწერა, ქვეყანაში - შერჩეული სამართალიაო და ასე ვუპასუხე:
“როცა ვარაუდობ ან დარწმუნებული ხარ, რომ შერჩევითი სამართალია, მით უფრო, დარწმუნებული არ უნდა იყო, რომ რაიმე ასეთს თუ ჩაიდენ, შენზე შერჩევითად იმოქმედებს? არ არის დრო, მეორე სვლამდე ფიქრი იწავლონ საქართველოში ადამიანებმა? ახლა, ვიღაც გადარეულმა, საპირისპირო მხრიდან, დარწმუნებულმა, რომ მისი მიცემული ხმის წართმევას ცდილობენ სხვები, მანდეთ რომ შეასხას ვინმეს ორი იმდენი საღებავი, არ უნდა მიმართოს დაზარალებულმა კანონს? ადგეს და ვიღაც მოწინააღმდეგემ ახლა მას უნდა შეასხას? და წავიდა წუწაობაააა! ნეტა წუწაობაზე შეჩერდეს საქმე, ან საღებავი მაინც იშოვებოდეს მანდ მაგდენი და ისა, მართალი ხომ არა ხართ ნეტა! მაგრამ შერჩევით სამართალს შენი შერჩევითი სამართლით თუ მოერევი, მერე შენც მკაცრ, ოღონდ ისევ შერჩევით სამართლიანობას არ დაამყარებ, რომ მოპოვებული შეინარჩუნო? ცოტა ვნახეთ?! და საერთოდ, რად გვინდა ან პოლიცია, ან სასამართლო ან კანონი? ვიაროთ ჩვენი ვედრებით, ფერად-ფერადი საღებავებით და სადაც რა არ მოგვეწონება, ვაწუწუთ და ვაწუწოთ! და ვივლით და ვიქნებით თბილისის ცენტრივით! გრაფიტი, გრაფიტიო და გულისგასახეთქად რომაა გამოშავებული მთელი რუსთაველი და ქალაქის მმართველობას არც გაუგია, რომ ცივილიზირებულ ქვეყნებში კანონმდებლობა არსებობს, სად შეიძლება გრაფიტის განთავსება და სად - არა, აქაოდა არადემოკრატობა არ დამწამონო, თვალებს ფართოდ ხუჭავს მაგ სიმახინჯეზე. ისე, წარმოიდგინეთ, რა პერსპექტივები იშლება! საღებავებიან პულვერიზატორებს რა გასავალი მიეცემა! ახლა ვფიქრობ, რას გავიპენსიონერე ასე ნაადრევად თავი ამ ამერიკაში! არ სჯობია, საღებავების ბიზნესს მოვკიდო ხელი საქართველოში?! ისეთი პირი უჩანს, სხვებს თუ დავასწარი, ცოტა ხანში მილიონერიც გავხდები. მიხოსი არ იყოს, ადე, ხელი გაანძრიე , მილიონერი გახდები, შენ წამოწვები და სხვები იმუშავებენო და ხელგაუნძრევლად, რა, ეგრე არა ვარო?! ლოგოც მზადაა მეტი წუწი საქართველოს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რაც დღეს საქართველოში ხდება საშინელებაა. რაც დღეს საქართველოში ხდება საშინელებაა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|