ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამ მებუკე
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2025


* * *

ჯვარი,
ანტრაქტი.
ჩემს ტანზე ყველა მეტანია უნდა გაკითხო.
სისხლიან თითებს წამწამებით ამოგკემსავ.
ხანდახან ქუჩის მჩხიბავი ქალი რობაიებს დაიმღერებდა:
სალი კლდე ვიცი,
ერთხელაც პირზე ჩემს კაცს უნდა გადავეყარო.
რა გზა უძლებდა,
რა ნაპირი?
ანტრაქტი.
ტანზე მეტანია გადამაწერე,
ანარქისტია ყველა ქუჩა,
რომელიც ითმენს პირჯვრის მწერი ხალხის ნაბიჯებს.
გადამაწერე მეტანია,
ხალის მაგივრად ჯვარი დამისვი.
მერე ამ ჯვარზეც შენ გაგიკრავ,
აღარ გასუნთქებ.
თუ დამეღალო,
წამიკითხე მეტანიები.
ფიქრებით ყელი უნდა ამოგწვა
და მივაკითხო მჩხიბავს,
მასწავლოს,
რომელი კლდეა, სალი კლდეო,
კაცი რომ უცდის,
იმ პირიდან გადასაშვები.
ჯვარი,
ანტრაქტი.
იმ კლდის ქვით მინდა,
ჩემი წამწამით მოკემსილი შენი თითებით,
მეტანია გადავიშალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები