ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
28 იანვარი, 2026


გუდაქვა

მზე ჩადის.
ბინდია-
ისეთი მშვიდია ხმელთაშუა,
რომ ასე გგონია, როგორც არაფერი,
წყალზე ჩამოივლის
იეშუა…

ვბრუნდები.
ღამდება.
ტრასაზე გამომდგარ ტრაფარეტს
მუხლზემოთ მოუჩანს
“ნაზარეთ- ილითი”

არასდროს მეგონა
ასე,
ფურცელ-ფურცელ,
სახარებაში თუ ვივლიდი.

და ჩემს თავს -
უჭერო, გუდიან აგასფერს,
ვაფარებ სამენა ტრაფარეტს:

חיפה
حيفا
Haifa

ხაიფა!
ქალაქი ჩემიც და
შენიც და
იმისიც…ალისი!

ქალაქი, რომელიც
დაიბნა,
და რომელ ტაძარში ილოცოს -
არ იცის.

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები