ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო ნადირაძე
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2026


ჰუმანური ახალი სამყარო

ინტერვიუს აძლევს შოლცი,
თვალებს აცეცებს ბაიდენი,
უკმაყოფილოა მაკრონი,
აქვეა ფონ დერ ლაიენიც.
იღიმის ვლადიმერ პუტინი,
გასუქებულა კიმ ჩენ ინი,
გვარიგებს ტედროს გებრეიუსი,
სამიტზეა სი ძინპინი.
აღარაა ჯუღაშვილი,
არც კასტრო,
არც ჩაუშესკუ,
აღარც კადაფი.
ლეგენდა ლი კუან იუს,
პაკისტანს — ბენაზირ ბჰუტოს,
დილემის წინ ნეთანიაჰუ,
მშვიდადაა ჯასტინ ტრუდო.
ტახტზე ზის მეფე ჩარლზი,
ცუდი წარსულ დროს ბარდება,
ახლახანს გადადგა გურბანგული,
ბორის ჯონსონი ბრუნდება?
მშვენიერია სანა მარინი,
ირანს ლოცულობს ხამენეი,
შუამავალია ერდოღანი,
ალიევს გმირის წოდება.
რომის პაპი:
„დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ამ სამყაროსგან შორს,
უცნობი ქალაქის ნანგრევებში,
შველას ითხოვენ დახოცილ ბავშვების ჯერ კიდევ ცოცხალი დედები.

2023

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები