 | ავტორი: ელენა0101 ჟანრი: პოეზია 20 აპრილი, 2026 |
დილაა აპრილის, დილაა რჩეული, მზემ თითისწვერებზე დაჩრდილა მთვარე, ჩვევაა წლებია, ჩვევაა ჩვეული გარითმულ ლექსებად მთვალე... აზრს უკან აზრია, ფიქრს უკან ფიქრია, სათქმელი ვერთქმული დავმალო, და როგორც დაგპირდი, სანამ მომერევი, მანამდე მე უნდა დაგშალო... დიდი ბავშვი ხარ-თქო, ცელქი და თავნება, მშვიდობის ქარიშხლად იფრინეთ მტრედებო, მე დავიკარგები და მაშინ მიხვდები, რომ უნდა ლექსებში მეძებო....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მადლობა მუხა ❤️ მადლობა მუხა ❤️
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|