იქით ნაპირზე - ზემო ვაკეა, ბაგები ,წყნეთი, შუშის ვილები . აქეთ მუშები , მუშის შვილები , ვაგზალი , ჭუჭყი, ,,დეზერტირები,,. იქით შენდება ბაბილონები, აქეთ ინგრევა - წინამძღვრიშვილი . იქით ძღომისგან აქვთ ტკივილები, აქეთ მუცელი სტკივათ შიმშილით . არის სიმდიდრე, არის ნავთობი . არის ,,სოკარი,, , არის ,,ვისოლი,, . არის საკანიც , თუ კი პირიდან რაღაცა ,,ისეთს,, გამოისროლი . არის გართობაც . არის Gallery . არის Tesla და არის opel- ი. არის ქალაქი , რომლის ხმაურში თავმოყრილია მთელი სოფელი . არის რუსი და ბევრი პრორუსი, პარალელურად არის ევროპა . შეუსწავლიათ ხუთზე ოროსნებს ყალბი ღიმილი და პირფერობა . ტაძრის ეზოდან ისმის ,,ოსანა,, ,,საბა,, მოიგო მკერდით მგოსანმა. ზრდილობა მართლა რაღა დროსაა? მომისიგნალა ვიღაც გორსალამ . აქეთ აყრილი არის ასფალტი , იქით მბრწყინავი იატაკია. მოდის მსვლელობა ტრანსფარანტებით : ,,თავისუფლება ზვიად რატიანს,,. აქეთ ნაცები , იქით ქოცები, შუაში ყვითლად ღუის ,,ლელო ,, და... ჩემზე დარდებით , თქვენ ნუ მოცდებით , მაინც არ წავალ საქართველოდან ! მარტი დამთავრდა, ალბათ ოდესმე ამ დალოცვილშიც მოისინათლებს. მაგრამ იმ ორი სათაურივით , რა საჭიროა ორი სიმართლე?!.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მაგრამ იმ ორი სათაურივით , რა საჭიროა ორი სიმართლე?!. მაგრამ იმ ორი სათაურივით , რა საჭიროა ორი სიმართლე?!.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|