ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2026


გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან

#ლექსები

ნინო დარბაისელი

გაუგზავნელი - მიხაკჩამჭკნარი ჯიბიდან

(ლანდი  პოეტისა, იქაც მონორაიმს  რომ თხზავს)

ჩემო პატარა გოგონია,
იცი, ცხოვრება როგორია?
არც შენ დაგინდობს, რა  გგონია,
ამას მოუკვდეს მომგონია!
დღენი აქ  - უბადაგონია.
ცდანი - უნიადაგონია.

ჩემო პატარა გოგონია,
იმ გორის იქით რო გორია,
იქ - დაცხრილული ვაგონია,
- სისხლის ღვარი და აგონია.
არ დგანან უბადრაგონია.
ხმანი სულ დასადაგონია.

ჩემო პატარა გოგონია,
გარეთ რაც ისმის - ჟარგონია,
მოვარსკვლავური პაგონია,
სიცოცხლე? -  აქ -  მონაგონია!
სიკვდილი? - ვერც გასაგონია,
რომ ქრება  სული და  გონია.


…  არ შესარგონია.
…  შენი სარგონია.


ჩემო პატარა გოგონია!
ჩემო პატარა გოგონია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები