 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 17 აგვისტო, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
რილკე. ეგვიპტე. გიზა
მოვალ, დაგელოდები დიდი სფინქსის თათებთან. გამოჩნდები გვიანი, თვალებს მომანათებ თან.
გელის სფინქსი მდუმარე, ვერავისგან ძლეული და ლოდინში გასულა სამი ათასწლეული.
სილის უდაბნოეთი, ირგვლივ - არე ულევი. ნეტა აქ რას დავეძებთ თავგზაარეულები.
სადღაც, შორით მოისმის ხმები ბედუინური… რილკეს - ელეგიები - მახსოვს მე- დუინური.
მისი მოგზაურობა, პაპირუსი, ნილოსი, ელანდებათ იგი დრო პალმებს სანაპიროსი.
ალბათ რილკეს ხსენებამ გააღვიძა წარსული, ავსული და არსული, წარსული - დათარსული.
დღისით სილა მხურვალე, ღამ-ღამობით ცივდება. ცვდება გადატანილი, სირთულე - მარტივდება.
ბნელში გათამაშდება სცენა ბევრჯერ ნაცადი: მე ვარ ქალად ქალადი, შენ ხარ - კაცად კაცადი. ცივა როგორ, ლანდსაც კი გეკრობი ნაციები… სულ უდაბნოს ბრალია ჰალუცინაციები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|