ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2026


შესანდობარი ( სონეტი)

#ლექსები

ნინო დარბაისელი

შესანდობარი
(სონეტი)

იმისი იყოს  შესანდობარი,
მთელი ცხოვრება ვინც ლექსებს წერდა,
გულის მსმენელი ან  მოუბარი
ვისაც არ ჰყავდა, ტვირთს მარტო  სწევდა.

გზადაც არავინ ჩამოუარა,
რომ ხელნაწერი გადაერჩინა,
არ მოუშუშდა. ჩუმი იარა,
ქვეყნად  არავინ ითვალისჩინა!

ვისი ნაწერიც - დინებას გაჰყვა,
არავინ იცის,  შიგ  რა ეწერა.
იმსახურებდა  იქნება თაყვანს,
მაგრამ  ერგუნა სხვა ბედისწერა.

შესანდობარი ვთქვათ მისი, უნდა,
ვინც ერს  პოეტად ვერ დაუბრუნდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები