 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 7 აპრილი, 2009 |
ვანგრევ დახავსულ ლოდებს და მერე ვაშენებ, სახლს კედლების გარეშე, დაობებული შეგრძნებებით, ცხელ სუნთქვას ვართმევ გაოფლილ ქუჩებს მზისგან, დაღლამდე სველ ხელის გულებს ვაფხეკ ცოდვებს, როგორც დღეებს ბებერ კალენდარს, სრულ ნირვანამდე... არეკლილ სულში მიფათურებს თითებს სიყალბე, მიხატულ რწმენას, წავშლი ჩემში ყველა თვითგვემას, ვუარყოფ ყველა ცრუ კერპსა და მოგონილ უფალს, ყველა გრძნობას თუ ემოციას, ან ნაძერწ განცდებს, სიყვარულიდან სიძულვილამდე, სულს შევუგინებ, მივაფურთხებ მეკანონეებს, შეშლილი, კიდევ არაერთხელ თავს მივცემ ვნებას, ვიმატებ ცოდვებს მე-თვითმკვლელი, სხვებისთვის მსხვერპლი, თუნდ მომნათლონ სიკვდილმისჯილად, მკიდია ყველა იარლიყი, მოწებებული ჩემზე უფრო ცოდვილებისგან.
ლაყუჩებდაბერილი, როგორც თევზი, ვუსმენ სიმშვიდეს, ზარების რეკვას, ჩამონგრეულ სამრეკლოს ზღურბლთან... არა მირაჟი, არც სიკვდილი და არც სიცოცხლე რაღაც ზე-ყოფნა, (ნარკოტიკი ან გაბრუება). ყველა შეგრძნება ჩაუსახლდა ნულოვან წერტილს და ახლა უკვე, ჩემში ფეთქავს სრული ნირვანა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. საინტერესო ადამიანი და ნიჭიერი ავტორი...მიხარია..:) საინტერესო ადამიანი და ნიჭიერი ავტორი...მიხარია..:)
8. შეშლილი, კიდევ არაერთხელ თავს მივცემ ვნებას, ვიმატებ ცოდვებს მე-თვითმკვლელი...
მომეწონა... შეშლილი, კიდევ არაერთხელ თავს მივცემ ვნებას, ვიმატებ ცოდვებს მე-თვითმკვლელი...
მომეწონა...
7. და ჩემი ღიმილი :) და ჩემი ღიმილი :)
6. იყოს აქ.. ჩემი ოთხი წერტილი.. იყოს აქ.. ჩემი ოთხი წერტილი..
5. გენიალურია!
ეს რა პოეტი ყოფილა აქ!
ძალიან კარგია!
5 გენიალურია!
ეს რა პოეტი ყოფილა აქ!
ძალიან კარგია!
5
4. განცდების ლაბირინთი...3 განცდების ლაბირინთი...3
3. რა მაგარი ხარ, შენ ხო არ იცი...
სან - ების მერე მე ზუსტად ამას ველოდი :)
ვუარყოფ ყველა ცრუ კერპსა და მოგონილ უფალს, ყველა გრძნობას თუ ემოციას, ან ნაძერწ განცდებს, სიყვარულიდან სიძულვილამდე, სულს შევუგინებ, მივაფურთხებ მეკანონეებს, შეშლილი, კიდევ არაერთხელ თავს მივცემ ვნებას, ვიმატებ ცოდვებს მე-თვითმკვლელი, სხვებისთვის მსხვერპლი, თუნდ მომნათლონ სიკვდილმისჯილად, მკიდია ყველა იარლიყი, მოწებებული ჩემზე უფრო ცოდვილებისგან... რა მაგარი ხარ, შენ ხო არ იცი...
სან - ების მერე მე ზუსტად ამას ველოდი :)
ვუარყოფ ყველა ცრუ კერპსა და მოგონილ უფალს, ყველა გრძნობას თუ ემოციას, ან ნაძერწ განცდებს, სიყვარულიდან სიძულვილამდე, სულს შევუგინებ, მივაფურთხებ მეკანონეებს, შეშლილი, კიდევ არაერთხელ თავს მივცემ ვნებას, ვიმატებ ცოდვებს მე-თვითმკვლელი, სხვებისთვის მსხვერპლი, თუნდ მომნათლონ სიკვდილმისჯილად, მკიდია ყველა იარლიყი, მოწებებული ჩემზე უფრო ცოდვილებისგან...
2. არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა.
კარგი :)
არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა.
კარგი :)
1. სან-ების მერე რაღაც უფრო სხვას ველოდი, როგორ ვთქვა... ისეთი უშუალო არაა... ან სხვა სან-ების მერე რაღაც უფრო სხვას ველოდი, როგორ ვთქვა... ისეთი უშუალო არაა... ან სხვა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|