ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბელა-ჩელა
ჟანრი: საბავშვო
14 აპრილი, 2009


ირაკლისა და მამიკოს დიალოგი საბავშვო ბაღის თემაზე(სახუმარო)

ირაკლი: - მამიკონა, ჩვენ ბაღიდან
                დაგვაბარეს კვების ფული,
                თუმც რად უნდათ, ვერ გავიგე,
                კვება არის საძაგლური,
                თვითონ კარგებს მიირთმევენ,
                გაგვისკდება ბავშვებს გული...
მამიკო: _  შვილო, როგორ არ გრცხვენია,
                ისინიც ხომ ჭამენ იმას,
                რასაც თქვენთვის ამზადებენ
                გემრიელად,სუფთად,ტკბილად...
ირაკლი:-  აი, უფრო უარესი,
                ნუ მიხეთქავ, მამი, გულსო,
                ჩვენს საჭმელს რომ მიირთმევენ,
                თუ იხდიან კვების ფულსო?!

                          /დიალოგის სტილი დაცულია/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები