ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკი
ჟანრი: პროზა
22 აპრილი, 2009


მიყვარხარ ძლიერ...

  ვნებამ ამიტაცა შენთან მყოფი, მღვდელი ბუტბუტებდა ლოცვას თავისთვის. ხალხით იყო გადაჭედილი ტაძრის დარბაზი. სანთლები ენთი, ენთო და იწვოდნენ, ღმერთთან აგზავნიდნენ ადამიანთა მტკნარ სურვილებს. ღამემ გაათია ჩემში, სევდიანმა... დამტოვა მარტო შენზე მეოცნებე. ფიქრმა სულ გზაკვალი, სულმთლად ამირია, ვნებამ ამიტაცა შენზე მეოცნებე.
  ხალხი ყოველი აბზაცის ბოლოს იწერდა პირჯვარს და გულში იმეორებდა ჩვეულ ციტირებას, "უფალო შემიწყალენ".. შენმა სიახლოვემ ფრთები შეისხა, გამიჯდა სხეულში და თითქოს, უკიდეგანო სივრცეში დავკარგე თავი,ბრბოში გაჭედილმა, შენს მკავებში მყოფმა. იქ იყვნენ ბევრნი, უცნაურნი, არაჩვეულებრივნი, განსაკუთრებულნი,იქ იყო ღმერთიც,იქ იყო ის... მე თავი მედო შენს მკედზე და მიხაროდა შენთან სიახლოვე. ხელები გქონდა ჩაჭიდებული და არ მიშვებდი, მიფარავდი უსუსური, პატარა ბავშვივით. შენზე მეოცნებედ გადამაქცია განგებამ, ცუდმა...
  ვტირი და არ გესმის, გეძახი და არ გესმის.. შენ ჩემთან იყავი, ღამე, ღამე ილეოდა სიყვარულის ტკბილ წუთებში. ძალა მომერია, ჟინი მომეძალა.. მოგეხვიე.. მე მიყვარხარ ძლიერ.. საოცარი იყო, ცრუ პირუტყვებივით შეყრილ ხალხში ჩვენი მოფერება. სიახლოვე დიდი, განცდა ულევი, ერთიანობის და სიძლიერის გრძნობა.. ოხ, რა ძლიერ მიყვარხარ, რა ძლიერ.. სიცოცხლესაც კი დავთმობდი, რომ მარადიულ წუთებად გადამექცია ჩვენი სიახლოვე. ვიდექი შენს უკან, შენს მხარს გაყრდნობილი და ვლოცულობდი ძალიან ბევრს, რომ ღვთისმშობელს ეს სიყვარული მარადიულ თანმდევად გადაექცია ჩვენთვის.
  სევდის ფარდა დაეშვა ამ ღამეს.. მე ბევრს გეძახი, გევედრები, არ მიმატოვო... მე ბევრს განვიცდი, ულევი სიტყვებით.. ის წუთები კი თითქოს ცარიელ მოგონებად დარჩა, ცარიელ სევდად.
  ცოდვის მორევში იტრიალა იმ ღამემაც თავი, თავბრუ მეხვეოდა, სიყვარულის სიცხით დამწვარს. მაგრამ მე ვერ ვგრძნობდი ცივ ღამეში ყინულის ჰაერს. მე ისე მიხაროდა შენს გვერგით, ჩემო...
  მე ვლოცულობდი შენს ბედნიერებას, მე ვლოვულობდი ჩემი სიყვარულისთვის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს