ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარგარიტა
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2009


სონეტი (მარგარიტას ალბომიდან...)

             
                       

სონეტი ვწერე.... ფიქრად გავწელე,
გადავაფერე სიზმარს...
სონეტი ძველი თუმც გადავწერე...
ვეღარ მოგართვი... მტირალს!

ისევ მარტული ავტეხე ვნება,
აპრილს ბრალად აქვს ხიბლი,
ისევ სონეტად დამესიზმრება
მაისნატრული ღიმი.

არა, არ მტკივა ძველი სევდების
ატმის ყვავილთა ცვენა,
და უშენოდაც ვფერავ... 

არა, აღარ მაქვს ის ძველი ჩვევა,
შენთვის და შენთან...... 
ვწერ წერტილს  და სონეტი მრჩება.
                                                               
გაგრძელება იქნება- მარგარიტას ალბომიდან....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები