ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოკი555
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2009


წლები მიჰქრიან...

ეს ჩემი ბავშვობის შედევრია...
ალბათ ამ უნიჭო ლექსზე გაგეღიმებათ კიდეც...:)



მიდიან საუკუნენი,
დროს ვერ დაიჭერს ვერავინ.
ბარათაშვილსაც გაექცა,
ხელში ნაჭერი მერანი.
ხან და ხან წამომივლიან,
უნიჭო ლექსთა წერანი.
ვწერ,ისევ ჩემთვის ვინახავ,
ვერ წაიკითხავს ვერავინ.
წლები მიჰქრიან,მიჰქრიან,
ვერ შეაჩერებს ვერავინ,
მალე თექვსმეტი წლის ვხდები,
ეხლაა ლექსთა წერანი.
ხან და ხან აგვაღიმილებს,
წუთისოფელი ვერანი.
და ხანაც მწარე ცრემლს გვადენს,
ჩამოქცეული კერანი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები