ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Cherchez la Famme
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2009


შემოდი

შემოდი ჩემში,
გამიშიშვლე ყველა სურვილი
და მერე ვნებამორეულმა
მასწავლე ფრენა,
ჩემს ამოუხსნელ საიდუმლოს  ისევ  უშველი
თუ  ყველა გესლით სავსე დღეებს დაუწყებ ჩეხვას…

შემოდი ჩემში,
მინდა გიგრძნო დაღლილ სხეულში,
მინდა თვალებში  დავინახო ამბოხი ყველა,
ვიპოვო შენში ჩემი თავი, ჩემი ნუგეში,
დამახრჩოს ჟინმა –დაგეშილმა,
გავუპო სევდას
ამოუცნობი,
უტიფარი,
ასე ნაბილწი,
სულსგაჩხერილი  წანაზარდი, 
საშიში  მზერა…

კოცნით შემივსე ნასიცხარი, სუსტი თითები,
მინდა გიფიქრო, დაგიგულო შენ მხოლოდ ჩემად
და თუნდაც წამით, ერთი წამით
შემექმნას აზრი
რომ ჩვენ ვარსებობთ…
ჩვენი სუნთქვა იცოცხლებს ერთად…


იცი, ტყუილში რომ ვერ ვცხოვრობ,
ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ…
მინდა მიშველო შენი ყოფნით,
ჩემში გადმოსვლით,
სხვა სიცოცხლეში არ წახვიდე,
იყავი ჩემთთან
იყავი ჩემი თუნდაც წამით,
თუნდაც უხეში…
რომ შენს თვალებში წავიკითხო
ულევი  ვნება…
და მარცვალ-მარცვალ  ჩამიბნიე
სურვილი შენი,
გამგუდე  შენით, რომ  არ მოგცე  მე წასვლის ნება…

შემოდი ჩემში,
დაიკავე  ნაცემი სივრცე,
შემავსე ისევ ცარიელი,
ნუ დამშორდები…
გამითავისე სინამდვილით,
შემინარჩუნე…
უშენოდ იცი, რომ ვინგრევი?
ვერ ვსუნთქავ, ვერ ვარ…

შემოდი…
მინდა დამინახო,
მინდა შემიგრძნო,
რომ მერე აღარ დამენანოს მე წასვლა მზესთან..
სანამ დრო არის, სანამ ვფეთქავ, სანამ  გეძახი,
ჯერ ისევ შემრჩა ერთი სუნთქვა,
სურვილთა წყებაც…
და  ჩაგისუნთქავ ისე ძლიერ,
იქაც მეყოფი…

შემოდი ჩემში…





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები