ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
5 მაისი, 2009


დახვრეტა

მწვერვალზე თოვლი რომ აპრილმა დახვეტა,
მარტვილში აყვავდა კვირტები იელის,
მომელის ციმბირი ან ისევ დახვრეტა,
ან შენგან შევსება ამ სიცარიელის.

დალუქა საღამომ დღის ფილიალები,
ქალაქებს ამაყად იმონებს ლიონი.
ჰო,ისევ დამისკდა მე კაპილარები
ახლა ვინ მიშველის?!ჰო  გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი...

აქ ბოლოს მიღებენ ამ წლებმა გამთოკეს,
აქ თითქოს ციხეა ფანჯრის გისოსები,
სათქმელი ყველას წინ რაც უნდა დაგროვდეს,
ხმას არ ამოვიღებ მორჩა ვისუსები.

უბრალოდ მე შენთვის ვიცოცხლე აქამდე
და მთელმა სამყარომ ბოროტად მაქცია,
ციმბირი ცოტაა უფრო შორს ----გაფანტე,
წამებით დახვრეტა ან ლიკვიდაცია...



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები