ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თიკი
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2009


შენ შორს წახვედი..

რად მინდა ასეთი ათოსნობა, დღეს ის წავიდა. . . წავიდა და დამტოვა მარტო, სულ სულ მარტო. . ათი წუთის წინ ყველა მხიარულობდა, ყველა ხარობდა. ახლა კი წავიდნენ, წავიდნენ, წავიდნენ.
ამინდი იცვლება და როგორ მინდა რომ წვიმა დაიწყოს, წახვედი და გამომეცალა სულყველაფერი, სიცარიელემ აავსო სული. გრძნობა გაიყინა, მხოლოდ ერთი, ერთი უსასტიკესი სურვილი დამრჩა, ნეტავ დარჩენილიყავი, ნეტავ. . . ნეტავ აქ ყოფილიყავი, როცა ასე მარტო დამტოვა ყველამ. ის წავიდა და თან წაიღო ყველა სიხარული, მხოლოდ ტკივილი დამიტოვა, უნაყოფო ტკივილი, რომელიც ხურს, მწვავს და მკლავს, ოხ, ნეტავი წვიმა მოვიდეს, გამაგრილოს და ეს ტკივილიც იქნებ გაანელოს ცოტა.
რათ მინდა ასეთი წარმატება, თუკი ის წავა. . ოხ, რა საშინლად დავიბენი, რა საშინლად, ნეტავი ორი სიტყვით მაინც მეთქვა, დარჩი გევედრები-მეთქი, მაგრამ ქალურმა სიამაყემ თავისი გაიტანა, ხმა ვერ ამოვიღე, თუმცა კი მეტირებოდა. . ჩემს სიტყვებში ნაღველი სჭარბობდა თითქოს, ჩემს სიტყვებში გრძნობები ფარავდნენ თავიანთ ვიანობას. . .
ეჰ, შენ ალბათ ახლა სულაც არ გადარდებს დღევანდელი ჩემი მიტოვება, ეჰ, სულ არ განაღვლებს ვიცი. . .
ეჰ, ალბათ მერეც ზუსტად ასე მოიქცევი, ქუჩაში დამტოვებ მარტოს, დაპირების მიუხედავად. . რომ თითქოს სულ ჩემთან უნდა ყოფილიყავი და ჩემით გესუნთქა, მომავლის დღეებს ერთად ვაწყობდით და მე მართლა მჯეროდა შენი, მაგრამ რა აა, ჰა პირველი, მეორე დაბრკოლება და ვხვდები, რომ შენ შეგიძლია ჩემი გაშვება, ვხვდები რომ არ განაღვლებს თითქოს. . არ ვიცი, არ ვიცი, როგორი ხარ, არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ შორს ხარ ჩემგან, არ ვიცი. . მაგრამ უგონოდ მიყვარხარ, შენთვის დავთმობდი ამაღლების საიდუმლოებას, შენთვის დავთმობდი საკუთარ მყარ ამბიციებს და ვფიქრობ, რომ მე უკვე დავთმე ისინი, იმიტომ რომ შენი სიყვარული უპირველესია ამ ცხოვრებაში.

XII კლასში, ყველა წავიდა და მარტო  დავრჩი, ბოლო დღეები...მობრუნდა მაგრამ მაინც დამტოვა.. :(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს