ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
13 მაისი, 2009


ორკეცი სონეტი მეუფე თადეოზს


სული  სალმობით  ოდეს  ვალალებს,
გსტუმრობ და  ჩემი  ცაც  კვლავ  მზებევრობს!..
-  გულში  ალალავ  ლექსებს  ალალებს,
ღვთისად  სანთლისა  ღირსად  მნთებელო!

ძმისთვის  ძალგიძევს  ძნა  კრა,  ქვა  თალო,
პურღვინალალად  ძმათა  მკრებელო...
ღმერთთან,  ერთან  და  ბერთან  მართალო,
ბევრნაბრძოლო  და  კვლავ  არბებერო!..

გრიგალშიც  ისე  მდგარხარ  ბერმუხებრ -
ვითომც  ნიავსაც  არ  დაებეროს..
ლხინში  მლხენსა  და  ჭირში  მგელმუხლას
სამღერი  შენი  კვლავაც  გემღეროს!..

რომ  მოდგმის  ჩვენის  სისხლი  ვერ  დაშრეს,
ჯვრით,  ლექსით,  გულით  მარად  ვეფეროთ!..
ვუმარჯვოთ  ჯამი  ჯიშძველ  ზედაშეს  -
სისხლმა  ვაზისამ  ცისბჭეც  შეფეროს!..

კვლავ  ღვთის  გზით  გევლოს  -  რწმენით  ურყევლით
ვერკვლის  ციხისებრ  აუღებელო,
რომ  კვლავ  სიმართლით  სულაუმღვრევლის
ძმობის  ხე  ზარდო,  მტრობის  ხე  ბელო!..
აქ  ღვთისმოყვარე  გემრავლოს  მრევლი,
იქ  დასტურ  ღირსო  უფლის  მხლებელო!..

გლახ-გულს  დიდძმობით  მითბობ  კვლავ  ალებრ,
ოდეს  მაისიც  ჩემთვის  თებერვლობს!..
ვითარ  ნერგს  კეთილს  აბევრ-ამრავლებ  -
ეგრემც  ნაგრამიც  გემრავლ-გებევროს!
გულიდან  ლექსიც  მრავლად  ალალე  -
მოყვასთაც  ტრედებრ  დამპურებელო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს