 | ავტორი: ემმა ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2009 |
გაგაფეტიშებ გაგაღმერთებ, გაქცევ ჩემს კერპად, ლოცვებს მოისმენ ქალისაგან რომელიც სცოდავს და ყოველ მორიგ აღსარებას თუკი გაუძლებ, დაგტოვებ ჩემთან. ყველა შენს სიტყვას, ბრმად დავიფენ მარცხენა მკერდზე, დედის საშოდან რომ დამყვება ტკივილად, გბედავ... სულის წარწყმედად, სანამ ვნება განაგრძობს ფეთქვას, მანამდე სურვილს ბოლო სუნთქვა შერჩება თრობად.
გაგაფეტიშებ მაგ თვალებით დავლევ სალაროს მთელი ცხოვრების, ყველა წყურვილს მისით დავაშრობ, და თუკი რამე გადაურჩა ცას საკოცნელი მინდა გრძნობებად, თითო-თითო ჩემში ჩამარცვლო. ეგოისტურად მკრეხელურად ამ ტუჩებიდან მთელი სიცოცხლე მრუშ სხეულში თრთოლით ჩასახო, რომ მერე მხოლოდ შენთვის ვშობო მთელი სამყარო.
გაგაფეტიშებ სულს გაგიგებ მიწად რომ ყოველ დაბიჯებაზე გეთაყვანო, აღგმართავ კერპად, შენს ამოსუნთქვას მივაწოდებ საზრდოდ მშრალ ფილტვებს, ეს სანამ ჩემში სურვილები ჯერ კიდევ ფეთქავს, ხვალ კი ვინ იცის, მე-ურჯულომ, მოქცეულ რჯულზე, მსხვერპლად შეგწირო ამოხეთქილ ძარღვებში რწმენას, როგორც გაცი და გაიმი და კიდევ მრავალი კერპი დალეწეს, გააყოლეს ქარებს დელგმას.
ისე გაგიხდი სხეულიდან, სულიდან შვებად
მანამდე კი
გაგაფეტიშებ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. :) უბრალოდ გამეღიმა V :) უბრალოდ გამეღიმა V
11. მომენატრე ემმა...
ეგოისტურად მკრეხელურად ამ ტუჩებიდან მთელი სიცოცხლე მრუშ სხეულში თრთოლით ჩასახო, რომ მერე მხოლოდ შენთვის ვშობო მთელი სამყარო.
მომენატრე ემმა...
ეგოისტურად მკრეხელურად ამ ტუჩებიდან მთელი სიცოცხლე მრუშ სხეულში თრთოლით ჩასახო, რომ მერე მხოლოდ შენთვის ვშობო მთელი სამყარო.
10. ვახხხ როგორ ეს გოგო.... ვახხხ როგორ ეს გოგო....
9. გაგაფეტიშებ მაგ თვალებით დავლევ სალაროს მთელი ცხოვრების,
სალაროს... ძალიან უხეშად მოხდა ყურს...და საერთოდ მეგონა რომ ხელოვნურ ემოციებზე დაყრდნობილ ლექსს ვკიტხულობდი, იმედია ავტორი არ მიწყენს. გაგაფეტიშებ მაგ თვალებით დავლევ სალაროს მთელი ცხოვრების,
სალაროს... ძალიან უხეშად მოხდა ყურს...და საერთოდ მეგონა რომ ხელოვნურ ემოციებზე დაყრდნობილ ლექსს ვკიტხულობდი, იმედია ავტორი არ მიწყენს.
8. გაგაფეტიშებ... გაგაფეტიშებ...
7. მაშ მეც დავწერ +2 წარმატებები მაშ მეც დავწერ +2 წარმატებები
6. მეც ვწერ ხუთს, მაგრამ უკეთესის მოლოდინში... მეც ვწერ ხუთს, მაგრამ უკეთესის მოლოდინში...
5. თეა ვეთანხმები.ვერც მე. აკლია ლექსს რაღაც. თეა ვეთანხმები.ვერც მე. აკლია ლექსს რაღაც.
4. ჩემგან აქაც დაახლოებით იგივე, რაც წინა ლექსზე... ანუ _ ვერ:) ჩემგან აქაც დაახლოებით იგივე, რაც წინა ლექსზე... ანუ _ ვერ:)
3. მე მომეწონა! მე მომეწონა!
2. სათაური არამგონია შევცვალო, მეორე შენიშვნაზე შეიძლება დაფიქრება :) ))) სათაური არამგონია შევცვალო, მეორე შენიშვნაზე შეიძლება დაფიქრება :) )))
1. მდას, 5 დავწერე მაგრამ შენიშვნები მაქვს, სათაურიდანვე - არ მომწონს, არ უხდება. საშო ჯობია სულ ამოაგდო, არა იმიტომ რომ ინტიმური სიტყვაა და ლექსს ეგეთები არ უხდება, უბრალოდ ხელოვნურია რაღაც... მოკლედ წარმატებები :) მდას, 5 დავწერე მაგრამ შენიშვნები მაქვს, სათაურიდანვე - არ მომწონს, არ უხდება. საშო ჯობია სულ ამოაგდო, არა იმიტომ რომ ინტიმური სიტყვაა და ლექსს ეგეთები არ უხდება, უბრალოდ ხელოვნურია რაღაც... მოკლედ წარმატებები :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|