ღიმი შვენოდა შენს ბავშვურ ბაგეს, ვით მზე - კოლხური აპრილის ცისკარს... შენი თვალების დაცვარულ სარკეს ცაც ცისკრის ციაგს აცრიდა ცინცხალს...
მზეც შენებრ ვეღარ მალავდა ღიმილს და ვეღარც ღრუბელს ითმენდა ცაზე... და ჩვენც მოწმენი ვიყავით იმის, რაც იშვიათად მოხდება ძალზე...
*** *** *** - შორს, მოვარდისფროდ დათოვლილ მთებში, თვლემდა ზამთარი - მოხუცი წყნარი... აქ კი - სულ ახლოს , დეკემბრის თვეში - ბაღში ბებერი ჰყვაოდა მსხალი!..
მთელი ზამთარი მსხლის ყველა ტოტი მზეზე აფენდა ყვავილებს ზრუნვით... შენ კი გაცრეცილ რვეულსა მთხოვდი - ხატავდი ზამთარს ( თუ ზამთრის სურვილს...)...
ახლა იმ რვეულს მარტოკა ვფურცლავ - ვათვალიერებ იისფერ ,, ზამთარს’’... და თვალებს სწყდება ორიოდ კურცხლად, რაც მაშინ ისე ბავშვურად მწამდა...
*** *** ***
მზე დაიფრენდა ტრედივით ნისლებს, უძინარ ქარს და მის ბებრულ ქირქილს... და მსხალიც ნაზად ჰყვაოდა ისე, რომ ანათებდა ყველაფერს ირგვლივ...
ახლაღა ვხვდები - ხმაშიც და ფერშიც რა სევდაც ახლდა იმ დღეთა ხალისს... - ჩემი ბავშვობის დეკემბრის თვეში უკანასკნელად ჰყვაოდა მსხალი!..
მთელი ზამთარი მალავდა მსხალი გედის სიმღერის იდუმალ სევდას... შორს კი - ვარდისფერ მთებს შორის წყნარი და მოთენთილი მოხუცი თვლემდა...
და მოყვავილე რტოებზე დილით როგორც სიზმარი - ქრებოდა თრთვილი...
*** *** ***
ღრუბლებს, აპრილის ღამით მოდენილს, მზე ვერ დაუხვდა ერთხელაც ლაღად... მაგრამ იმ თოვლზე მოულოდნელი მოჰქონდათ თურმე იმ ღრუბლებს რაღაც...
შენ არ გამოჩნდი დიდხანს მას შემდეგ... ,, - უეცარ თოვლის ბრალია ალბათ...’’ ქარი ჭრელ ფიფქებს ათამაშებდა და ატმის რტოებს ძარცვავდა ხარბად...
*** *** ***
მერე კი... მაინც რა მოხდა მერე?!. - შენ არას ამბობ... მეც ვერას ვხვდები...
ადრე იძალა წელს დეკემბერმა და ღრუბლებსგაღმა გალალა მთები...
*** *** ***
ვიხსენებ ახლა, ვით ლამაზ სიზმარს, ყვავილს - შენს ბავშვურ ბაგეზე გაშლილს... და მსხალს, რომელიც მღერალ გედისფრად მთელი ზამთარი ჰყვაოდა მაშინ...
ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზამთრის...
1966 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. ძალიან ძლიერი და ფაქიზი სული.......ულამაზესი ლექსი!!! წარმატებას გისურვებთ!!! ძალიან ძლიერი და ფაქიზი სული.......ულამაზესი ლექსი!!! წარმატებას გისურვებთ!!!
20. "ძველია, მაგრამ, რამ დააძველა"... გაიხარე ოსტატო. "ძველია, მაგრამ, რამ დააძველა"... გაიხარე ოსტატო.
19. რა კარგია ,რომ ამის წაკითხვის საშუალება მოგვეცით , გაიხარე ძააან კარგია რა კარგია ,რომ ამის წაკითხვის საშუალება მოგვეცით , გაიხარე ძააან კარგია
18. ღრუბლებს, აპრილის ღამით მოდენილს, მზე ვერ დაუხვდა ერთხელაც ლაღად... მაგრამ იმ თოვლზე მოულოდნელი მოჰქონდათ თურმე იმ ღრუბლებს რაღაც...
შენ არ გამოჩნდი დიდხანს მას შემდეგ... ,, - უეცარ თოვლის ბრალია ალბათ...’’ ქარი ჭრელ ფიფქებს ათამაშებდა და ატმის რტოებს ძარცვავდა ხარბად... 55555555555555555555555!
ღრუბლებს, აპრილის ღამით მოდენილს, მზე ვერ დაუხვდა ერთხელაც ლაღად... მაგრამ იმ თოვლზე მოულოდნელი მოჰქონდათ თურმე იმ ღრუბლებს რაღაც...
შენ არ გამოჩნდი დიდხანს მას შემდეგ... ,, - უეცარ თოვლის ბრალია ალბათ...’’ ქარი ჭრელ ფიფქებს ათამაშებდა და ატმის რტოებს ძარცვავდა ხარბად... 55555555555555555555555!
17. - ჩემი ბავშვობის დეკემბრის თვეში უკანასკნელად ჰყვაოდა მსხალი!.. :) - ჩემი ბავშვობის დეკემბრის თვეში უკანასკნელად ჰყვაოდა მსხალი!.. :)
14. საუკეთესო!!! :) საუკეთესო!!! :)
13. 55555555555555555555 55555555555555555555
12. ულამაზესი... :) ულამაზესი... :)
11. მალამოდ ვიცხე ძია იმო!!! მალამოდ ვიცხე ძია იმო!!!
10. ლამაზი ლექსები ძალიან. მოგიკითხეთ! ლამაზი ლექსები ძალიან. მოგიკითხეთ!
9. ულამაზესია მართლაც. სიამოვნებით ვკითხულობდი და ვხედავდი კიდევაც, თითქოს, ამ მშვენიერ ნახატებს... ულამაზესია მართლაც. სიამოვნებით ვკითხულობდი და ვხედავდი კიდევაც, თითქოს, ამ მშვენიერ ნახატებს...
8. ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის...
ლამაზი ლექსია :) ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის...
ლამაზი ლექსია :)
7. არაჩვეულებრივი ლექსია ! ! !
არაჩვეულებრივი ლექსია ! ! !
6. კარგი ლირიული ლექსები. კარგი ლირიული ლექსები.
5. მთელი ზამთარი მსხლის ყველა ტოტი მზეზე აფენდა ყვავილებს ზრუნვით... შენ კი გაცრეცილ რვეულსა მთხოვდი - ხატავდი ზამთარს ( თუ ზამთრის სურვილს...)...
ახლა იმ რვეულს მარტოკა ვფურცლავ - ვათვალიერებ იისფერ ,, ზამთარს’’... და თვალებს სწყდება ორიოდ კურცხლად, რაც მაშინ ისე ბავშვურად მწამდა...
სევდით სავსე.... მთელი ზამთარი მსხლის ყველა ტოტი მზეზე აფენდა ყვავილებს ზრუნვით... შენ კი გაცრეცილ რვეულსა მთხოვდი - ხატავდი ზამთარს ( თუ ზამთრის სურვილს...)...
ახლა იმ რვეულს მარტოკა ვფურცლავ - ვათვალიერებ იისფერ ,, ზამთარს’’... და თვალებს სწყდება ორიოდ კურცხლად, რაც მაშინ ისე ბავშვურად მწამდა...
სევდით სავსე....
4. ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის... გულიამტკივდა...სევდა...55555555 ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის... გულიამტკივდა...სევდა...55555555
3. და მოყვავილე რტოებზე დილით როგორც სიზმარი - ქრებოდა თრთვილი...
ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის...
მშვიდი,სევდიანი და ულამაზესი... მოგიკითხეთ ბატონო იმედო... და მოყვავილე რტოებზე დილით როგორც სიზმარი - ქრებოდა თრთვილი...
ვფურცლავ მოცისფრო გაცრეცილ ფურცლებს და ყველა ნამდვილ ზამთარზე ნამდვილს - შენს გულუბრყვილო ნახატებს ვუმზერ: - მელნისფერ ხედებს - მელნისფერ ზღაპრის...
მშვიდი,სევდიანი და ულამაზესი... მოგიკითხეთ ბატონო იმედო...
2. და მოყვავილე რტოებზე დილით როგორც სიზმარი - ქრებოდა თრთვილი...
ულამაზესი ლექსები გაქვს, იმედო... 5 და მოყვავილე რტოებზე დილით როგორც სიზმარი - ქრებოდა თრთვილი...
ულამაზესი ლექსები გაქვს, იმედო... 5
1. იმო, ეს ლექსი ძალიან მაგარიაააა,, :)
რომელი ერთი სტროფი გამოვყო, ყველა ერთმანეთზე კარგი,, :) you made my day :)
მშვიდობიანი კვირა დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. და რაღა თქმა უნდა, პირველი პოსტიიიიიიიიიი :D :D
იმო, ეს ლექსი ძალიან მაგარიაააა,, :)
რომელი ერთი სტროფი გამოვყო, ყველა ერთმანეთზე კარგი,, :) you made my day :)
მშვიდობიანი კვირა დღე :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
პი.ეს. და რაღა თქმა უნდა, პირველი პოსტიიიიიიიიიი :D :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|