ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: akaki-2
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2008


ურაკპარაკელებს პატარა მართვესაგან

ბუდეში ვზივარ, მართვე პატარა,
მსურს გავარღვიო ზეცის კამარა.
იქნებ ადრეა ფიქრი ფრენაზე,
მტანჯავს ეს აზრი მეტად ყველაზე.
გემუდარებით, მასწავლეთ ფრენა,
დეიდა ანი, თამარ და ლელა.
ყველას გიყვარვართ, არ ვცდები მგონი,
ქაშაკა, ბაკურ, აჩი და როი.
როცა ფრთებს გავშლი და ვიფრენ ცაში,
თანატოლივით მიმიღებთ მაშინ?
ვერა,
      ვერ გავწყვეტ, მე თქვენთან კავშირს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები