ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
5 ივნისი, 2009


ეს სივრცე ჩავიცვი

საღამო, ქუჩაში წვიმა და რელსები,
ღრუბელიც მოადგა ტობაშის ნაპირებს,
სიბნელემ დილამდე გაშალა ფესვები,
იცოდე თუ მოხვალ ყველაფერს ამირევ.

სიჩუმე!მაღლიდან რაღაცის ხმა ისმის,
სისხლივით ამოსდით წვეთები ნაპრალებს;
ძველით თხუთმეტია გასული მაისის,
ქარი კი სიცივის მოპარვას მაბრალებს.

მე გავხდი, სიცივე გავხდი და მერევა,
ეს სივრცეც ჩავიცვი მალვით და ცდუნებით,
შენსავით შორია პარიზი, ჟენევა;
შენ უკვე ქალი ხარ შეფერილ ნუნებით.

საღამო, ქუჩა და დაღლილი სხეული,
წარსულში აფეთქდა ჩვენს შორის ხიდები;
მე მახსოვს წლების წინ მაჩვენე დღიური,
რომ ჩემზეც ბევრს წერდნენ ეგ შენი თითები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები