ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
7 ივნისი, 2009


ურაკპარაკელებს

                     
                ყველაზე ბოლოს ვიტყვი-მეცა ვწერ,
                უბრალოდ, თქვენი ლექსების მერე,
                სულ რომ არ მეთქვა, ისე ვერ გავძელ,
                თქვენთან მოველ და მეც წავიმღერე...
                    დღეს, როგორც მლაშობს, ისე მომინდა,
                    მზის მოფერება მწვანე მორჩებით,
                    თუ სევდის ლოლოს სუსხი მომიტანს,
                    თქვენ გაიღიმეთ და მეც მოვრჩები...
                ჩემი საპალნე ჩემი ბედია
                და ყვავილებს ვწნავ ტალავერებში,
                მე თქვენთვის მინდა, რაც სიკეთეა.
                თქვენი შუქი დგას ჩემს სიბნელეში...
                    ფიქრებით სავსე ძველი ჭინჭილა,
                    გაგრილებულა სევდის ბადაგით, 
                    მე მხოლოდ ცრემლის ხატვის ნიჭი მაქვს,
                    რაც არ მქონია, რას დავხატავდი....
                მქონდა ნაკვესი შუქის, ის ერთი-
                სარკმელს შემორჩა გრძნობით ნასხივი,
                ღმერთმა გვაშოროს შური ისეთი,
                მახვილს ავეგოთ აიაქსივით....
                    ღმერთმა გვაშოროს ბოღმა და გესლი,
                    მინდა ლაღი და ხალასი მყავდეთ,
                    ატლანტის ტვირთი-სასჯელი ზევსის,
                    რა ვუყოთ, ყველას ერთგვარად გვადევს...
                ყველაზე ბოლოს მეც რამეს დავწერ,
                უბრალოდ, თქვენი სათქმელის მერე,
                სელენას ეტლით, დაბინდულ ცაზე
                ვეძებ და ვკარგავ ნასიზმრალ ფერებს...
                    მოლასლასდება ტკივილი რიდით,
                    როგორც ასპიტი, გულზე დასმული,
                    და ბოლო წუთშიც ვიქნები მშვიდი,
                    ვით კიდობანში მტრედი ჩასმული....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიო ზედვაკელი ვულოცავთ დაბადების დღეს