ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგა-47
ჟანრი: პოეზია
9 ივნისი, 2009


  ჩამოტვირთვა

ს ი ნ ა ნ უ ლ ი

                შევხედე  ფოთოლს - თითქოს  მიმზერს  კრძალვით  და ნებით,
                უნდა,  რომ  მოწყდეს,  მეამბოროს  ძალიან  ნელა.
                ჩვენ  ორივენი  მიწისა  ვართ - ამასაც  ვხვდებით,
                უკვე  გულებშიც  დამარხულა  ია,  ენძელა...
             

                ხე  მედიდურად,  თავმომწონედ.  ისევ შრიალებს,
                ცდილობს,  დაიცვას  ქარისაგან  მისი შვილები.
                ეჰ,  რა გამოლევს ქვეყანაზე  ოხერ-ტიალებს!
                არ  მყოფნის  ძალა, თორემ მათაც შევეცილები...


                თვალები  უკვე  ვეღარ იტევს მხურვალე ცრემლებს,
                გული  მდუმარედ, მიყუჟული, კუთხეში გდია...
                ეს  სინანული  დაემსგავსა  უგემურ  ტყემლებს
                და  დაავიწყდა, რომ ცოცხალიც  შესაცოდია...
 
                                                                                    6.06.09

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს