წიგნიდან - ,, სიყვარულის საუკუნე ’’ *************************************************************
ცისარტყელას მონატრებისა ******************************************* ლალის და მირანს
ჩემს ნატვრის ხეს - ოლეს, ვერანს, ხედავ, ჟამი ვით ბელავს... ქარმა ზამთრის რაც დაჰბერა, გულიც ვერ გავითბე რა... - მომენატრა ცისარტყელა შვიდმშვილდა და შვიდფერა!
ლამაზი გიჟისა **************************** მინაწერი მირან ფალიანის ლექსზე ,, ფუფალა ’’
ჯერაც სვეწერას გულის გარდა ვერცრა ვუფარე და კვლავ შენ აგცქერ რწმენით და შიშით... მიეფერე და დაიფარე უფალო, ფუფალა - სიყვარულისთვის დიდმოწამე ლამაზი გიჟი!!!
მარიამ მაგდალინელის გახსენებისა ****************************************** მარიამ მაგდალინელ!.. - მიყვარხარ, მახსოვხარ!.. შენს მონანიე სულს მოკრძალვით ვეხები... ეახლე შენს გამო ჯვარსგაკრულ მაცხოვარს - თმებით გასისხლული შეუშრე ფეხები!..
წამიერი ცეცხლისა ********************************************* დაგავიწყდება ეს ღამეც მალე ( ეს მცხრალი მთვარე მალე გაქრება...) და წამით ცეცხლად მოდებულ ალერსს მოისაკლისებ მასზე ნაკლებად...
გაუცხოებისა *******************************************
შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი... მივშტერებივარ უხილავ წერტილს... მშვენიერია შენი ნიღაბი...
ხალვათი ქოხისა ***************************************
ქოხი - ღამის გასათევად - სიყვარულის დასატევად მადლი უფალს - გვაბადია!.. ხალვათია...
სამარტო მონატრებისა ************************************
როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
,,გულქვა მუსიოზე’’ უიმედოდ შეყვარებულისა ********************************** ჭა-ს
გულქვებთან ნაზი გული ჰპოვებს ზიანს... - მტერმა გაიაროს მათ ჭკუაზე!.. მუსიო იქს - თუ წყალობს პოეზიას, - უნდა გაღმერთებდეთ, მადმუაზელ!
ეპიტაფია ******************************************** დიდხანს მიმშვენა გაზაფხულმა ყოფა იებით... ბოლოს - ჭკნობათვე ამიყვავა რობაიებით... გარეშე გრძნობის - ვისაც ლექსი არ უწერია, არ უწერია მას არც ტრფობით თრობა - იეფით!..
**************************************************************
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
შესანიშნავია! როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
შესანიშნავია!
18. ულამაზესია
განსაკუთრებით -
დიდხანს მიმშვენა გაზაფხულმა ყოფა იებით... ბოლოს - ჭკნობათვე ამიყვავა რობაიებით... გარეშე გრძნობის - ვისაც ლექსი არ უწერია, არ უწერია მას არც ტრფობით თრობა - იეფით!..
ულამაზესია
განსაკუთრებით -
დიდხანს მიმშვენა გაზაფხულმა ყოფა იებით... ბოლოს - ჭკნობათვე ამიყვავა რობაიებით... გარეშე გრძნობის - ვისაც ლექსი არ უწერია, არ უწერია მას არც ტრფობით თრობა - იეფით!..
17. სამარტო მონატრებისა ************************************
როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
მომწოოოოონს! 5 სამარტო მონატრებისა ************************************
როცა ცინცხალი სიცოცხლის მაცნედ ურიცხვ მერცხლებით მოვლენ მარტები, ტანშიც ნაცნობი ცახცახი გამცრის - კვლავ უსაშველოდ მომენატრები!..
მომწოოოოონს! 5
16. სასიამოვნოდ წასაკითხი, საინტერესო ლექსებია :)
განსაკუთრებით, "მარიამ მაგდალინელის გახსენებისა" და "ხალვათი ქოხისა" :) სასიამოვნოდ წასაკითხი, საინტერესო ლექსებია :)
განსაკუთრებით, "მარიამ მაგდალინელის გახსენებისა" და "ხალვათი ქოხისა" :)
14. მიყვარს თქვენთან სტუმრობა! სითბოა აქ! :) მიყვარს თქვენთან სტუმრობა! სითბოა აქ! :)
13. ''შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი''
რა უცნაური და ნაცნობი შეგრძნებაა!..
ბატონო იმო, მოგიკითხეთ მონატრებით! ``შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი``
რა უცნაური და ნაცნობი შეგრძნებაა!..
ბატონო იმო, მოგიკითხეთ მონატრებით!
12. დაგავიწყდება ეს ღამეც მალე ( ეს მცხრალი მთვარე მალე გაქრება...) და წამით ცეცხლად მოდებულ ალერსს მოისაკლისებ მასზე ნაკლებად...
5
დაგავიწყდება ეს ღამეც მალე ( ეს მცხრალი მთვარე მალე გაქრება...) და წამით ცეცხლად მოდებულ ალერსს მოისაკლისებ მასზე ნაკლებად...
5
11. სიყვარულისთვის დიდმოწამე ლამაზი გიჟი!!!
გულქვებთან ნაზი გული ჰპოვებს ზიანს...
მოგიკითხეთ ძია იმო.... :) სიყვარულისთვის დიდმოწამე ლამაზი გიჟი!!!
გულქვებთან ნაზი გული ჰპოვებს ზიანს...
მოგიკითხეთ ძია იმო.... :)
10. გაუცხოებისა ******************************************* შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი... მივშტერებივარ უხილავ წერტილს... მშვენიერია შენი ნიღაბი... ახლა ზუსტად ამ სიტყვებს ვეტყოდი ერთ ადამიანს... გაიხარე,კარგია :) გაუცხოებისა ******************************************* შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი... მივშტერებივარ უხილავ წერტილს... მშვენიერია შენი ნიღაბი... ახლა ზუსტად ამ სიტყვებს ვეტყოდი ერთ ადამიანს... გაიხარე,კარგია :)
9. გაუცხოებისა *******************************************
შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი... მივშტერებივარ უხილავ წერტილს... მშვენიერია შენი ნიღაბი...
გაუცხოებისა *******************************************
შენ ახლა უფრო უცხო ხარ ჩემთვის, ვიდრე გაცნობის დღემდე იყავი... მივშტერებივარ უხილავ წერტილს... მშვენიერია შენი ნიღაბი...
8. 555!!!!!!!!!!! 555!!!!!!!!!!!
7. ლამაზი ლექსებია, იმო, მაგრად ხატავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
ლამაზი ლექსებია, იმო, მაგრად ხატავ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
6. მაგარი პოეტი ! მაგარი პოეტი !
5. იმო ჯახუანის დამღით საგულდაგულოდ ნაკვეთი სატრფიალოებია, მოსაწონი და მისაღები ჩემთვის! იმო ჯახუანის დამღით საგულდაგულოდ ნაკვეთი სატრფიალოებია, მოსაწონი და მისაღები ჩემთვის!
4. იცის ამ კაცმა რასაც წერს და როგორც, ვკითხულობ სიამოვნებით! იცის ამ კაცმა რასაც წერს და როგორც, ვკითხულობ სიამოვნებით!
3. მარიამ მაგდალინელ!.. - მიყვარხარ, მახსოვხარ!.. შენს მონანიე სულს მოკრძალვით ვეხები... ეახლე შენს გამო ჯვარსგაკრულ მაცხოვარს - თმებით გასისხლული შეუშრე ფეხები!..
ძია იმო აქ ვარ შენს გვერდით!!! გაიხარე შენა!!!
მარიამ მაგდალინელ!.. - მიყვარხარ, მახსოვხარ!.. შენს მონანიე სულს მოკრძალვით ვეხები... ეახლე შენს გამო ჯვარსგაკრულ მაცხოვარს - თმებით გასისხლული შეუშრე ფეხები!..
ძია იმო აქ ვარ შენს გვერდით!!! გაიხარე შენა!!!
2. ძალიან ლამაზი პაწაწუნებია. ადამინური სითბოთი გაჯერებული.... ძალიან ლამაზი პაწაწუნებია. ადამინური სითბოთი გაჯერებული....
1. თქვენ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. გაქვთ პროფესიონალური ღირსება-პატივისცემით ეკიდებით მკითხველს . თქვენი ლექსები რაც ვნახე-კარგი ოსტატის კარგი ნამუშევარია. მომწონს თქვენი საკომენტარე ლექსიკა. დარწმუნებული ვარ რომ ღირსეული ადამიანი ბრძანდებით. ჩემი პატივისცემა.
სუბიექტურად კი-ეს ჩემი პოეზია არაა:) 5.
თქვენ ნიჭიერი ადამიანი ბრძანდებით. გაქვთ პროფესიონალური ღირსება-პატივისცემით ეკიდებით მკითხველს . თქვენი ლექსები რაც ვნახე-კარგი ოსტატის კარგი ნამუშევარია. მომწონს თქვენი საკომენტარე ლექსიკა. დარწმუნებული ვარ რომ ღირსეული ადამიანი ბრძანდებით. ჩემი პატივისცემა.
სუბიექტურად კი-ეს ჩემი პოეზია არაა:) 5.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|