ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
19 ივნისი, 2009


რა შენი ბრალია

ერთხელაც მოსინჯა ბუნებამ ძალა და
სეტყვებმა ოთახში მინები ამსხვრიეს...
ღრუბელი ანთებულ ელვას ვერ მალავდა
და თითქოს სიშორე ლექსებით  დავძლიე...

ერთ მუშტად შეკრული  მოსჩანს  ცის  სფერო და
ყოველი, რაც ხდება, ბუნების წესია...
მე შენი ქალობის თითქოს არც მსჯეროდა -
იმ ღამით ზეცისგან იყო აგრესია...

სცვიოდა სეტყვა და ქარების თანხლებით
ყოველი მტკაველი თავისფრად შეღება...
შესაფარს ეძებდნენ  ხეები,  სახლები
და  შენი სუნთქვაა ახლაც  რომ მეხება...

მიდიხარ  ბავშვური  მზერით  და  მშვენებით,
მდინარე  ნაპირებს  ეხლება  მორევი...
რა  შენი  ბრალია  -  გიჟი  ვარ  გენებით
და ყოველ  ჩასუნთქვას  გაუჩნდა  ფორები...

გული ვერ გაუძლებს, ისეთი მძიმეა
და კვამლში დაცურავს...  იღლება კედლებიც...
თვალები ლურჯი და კვლავ მოციმციმეა -
ცისკენ  აპყრობილი  იდუმალ  ვედრებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები