 | ავტორი: ნადირი ჟანრი: პოეზია 20 ივნისი, 2009 |
ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს. ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს.
რომ შეიცნოს სახლი, რომ შეიგრძნოს სახლი, რომ შეეხოს სახლებს, კედლებს მჯიღებს ახლის, სარკმლებს ფოთლებს აყრის, მთვარეს უსევს ძაღლებს.
რომ შეიცნოს ჟამი, რომ შეიგრძნოს წამი, რომ შეეხოს სივრცეს, მგლებს ახელებს ღამით და ყმუილის შხამით ვერცხლის ბარძიმს მივსებს.
ჩაგვცემს შიშის ლახვარს, მერე ასტეხს ხარხარს, შინ შეგვრეკავს ბოლოს, უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. არ არის ცუდი. არ არის ცუდი.
32. საინტერესოა??? საინტერესოა???
30. შენებური ლექსი მოგიკითხე ძმაო შენებური ლექსი მოგიკითხე ძმაო
29. ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ....
ჩვენც ვერ გვაშინებს! ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ....
ჩვენც ვერ გვაშინებს!
28. აუუუ :) რა კარგი იყოოო !!!! მაგარიააა!!! :-* აუუუ :) რა კარგი იყოოო !!!! მაგარიააა!!! :-*
27. მოგიკითხე, სოსო! ვეთნხმები ილტოსპირელს და მაკუცას. მოგიკითხე, სოსო! ვეთნხმები ილტოსპირელს და მაკუცას.
26. ვეთანხმები ილტოსპირელს ვეთანხმები ილტოსპირელს
25. უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ. ...ჩიტი უძახე შენ... და პატრიოტობის სიმბოლოა ნაღდი :) უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ. ...ჩიტი უძახე შენ... და პატრიოტობის სიმბოლოა ნაღდი :)
24. გაიხარე სოსო! წარმატებები!:) გაიხარე სოსო! წარმატებები!:)
22. ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს. ოხერი ეგ! :) ქარი სახლებს ნიღბავს, ქარი ბაღებს ნიღბავს, ქარი სარკმლებს ნიღბავს, რომ შემიცნოს ახლოს. ოხერი ეგ! :)
21. მაგარია!!! 10:) მაგარია!!! 10:)
20. ამ ხელიდან მხოლოდ ოქრო გამოდის! ამ ხელიდან მხოლოდ ოქრო გამოდის!
19. მოგიკითხეთ! ლექსი არაჩვეულებრივი...:) მოგიკითხეთ! ლექსი არაჩვეულებრივი...:)
18. :) მომწონს. :) მომწონს.
17. კარგი პოეტის კარგი ლექსია! კარგი პოეტის კარგი ლექსია!
16. 5555555555555! 5555555555555!
15. ბეღურების ლაშქარი - ყველაზე თბილი და მშვიდობიანი ლაშქარი...5555555
ბეღურების ლაშქარი - ყველაზე თბილი და მშვიდობიანი ლაშქარი...5555555
14. რიტმი - არაჩვეულებრივი ქარიანი ლექსისთვის... რიტმი - არაჩვეულებრივი ქარიანი ლექსისთვის...
13. მშვენიერი!!! გაიხარე შენა!!! მშვენიერი!!! გაიხარე შენა!!!
12. :) რას დავწერ :) :) რას დავწერ :)
9. ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს....
ჩემი სახლის მიღმა, ჩემი სარკმლის მიღმა, ჩემი ბაღის მიღმა, ქარიშხალი სახლობს....
8. სალამ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
სალამ :)
პატივისცემით, განდი. არწივი.
7. ყოველთვის სათუთად წერთ ბეღურებზე:) ყოველთვის სათუთად წერთ ბეღურებზე:)
6. ბეღურები ღირსეული აბორიგენ-ავტოხთონები არიან! გაუმარჯოს ბეღურებს! ბეღურები ღირსეული აბორიგენ-ავტოხთონები არიან! გაუმარჯოს ბეღურებს!
4. მართლაც მაგარია ბატონო სოსო ! მართლაც მაგარია ბატონო სოსო !
1. ჩაგვცემს შიშის ლახვარს, მერე ასტეხს ხარხარს, შინ შეგვრეკავს ბოლოს, უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ.
:):) ჩაგვცემს შიშის ლახვარს, მერე ასტეხს ხარხარს, შინ შეგვრეკავს ბოლოს, უღალატო ლაშქარს, მოჟივჟივე ლაშქარს, ბეღურების ლაშქარს ვერ აშინებს მხოლოდ.
:):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|