ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2009


ქუჩაში ცხოვრობდა

დახურულ კოსმოსში ცამ სუნთქვა არია,
შეივსო საღამო, რაღაცას აპირებს,
გალესილ ბილიკზე კვლავ ნაწვიმარია,
და სისხლი სწყურიათ მგელივით ვამპირებს.


დაეშვა სიღრმემდე ბოინგის ნათება,
ქუჩაში ცხოვრობდა საღამო მარადის,
ნუთუ ეს ცოტაა?ღამეთა ბრალდება,
რომ ახლა ზამთრისთვის ვაკეთო მარაგი.

წაიქცა ცხოვრების ყოველი საყრდენი,
და გულიც მოეშვა, მაჯებიც თეთრია,
ყოველდღე სევდის და ტკივილის ამხდენი,
ვფიქრობდი სხეული როდემდე მეთრია.

წავედი, ქუჩები სულ ფეხით გავთელე,
ხანდახან ღამესთან პირისპირ ვრჩებოდი,
ურჩი და უდრეკი დრო ასე გავწელე,
შენს თვალებს ვკოცნიდი, თუმც არ ვეხებოდი.

იწვიმებს ხვალიდან, ჰო ისევ ძლიერად,
წამლეკავს, წამშლის და დამრჩება მეტი რა?
მერჩივნა, რომ ერთად გვეცხოვრა მშიერად,
და ამ ცხოვრებაზეც, რომ ერთად გვეტირა.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები