ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2009


ჰაერი უკმარისი

რთულია მონატრება, ათასჯერ მეორდება,
საღამო რელიეფის დროული ყალიბია;
მუზები მიტოვებულ კოშკივით მელოდება
ფიქრებში გაფანტული ვნებებიც ღარიბია.

მთვარისგან ზეცის თავზე წერტილი დასმულია;
ქალაქმა ჩამისუნთქა ჰაერი უკმარისი
დღეს ჩემი მიტოვება თუ ასე იოლია,
დღეებიც გამყიდიან ან უფრო უარესი...

ვენებში ამოძრავდა სხვა სისხლის შენაერთი,
ნისლებმა მოტყუებით საღამო გაიყოლეს;
შენამდე ეს მანძილი ლექსებით შევაერთე,
თვალები დასახუჭად მაინც ვერ დავიყოლე.

უსულო საგნებია ფოთლები დაფენილი,
და ახლა გახსენდება წარსულის ირონია,
დღეს ისე მდუმარეა მიწა და ქვაფენილი,
რომ ზეცამ თვითმკვლელობის იმედი იქონია..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები